Monday, November 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ონლაინ თაღლითობის ახალი სქემა – მოქალაქეებს, ახლობლების სახელით, თანხის გადარიცხვას სთხოვენ

November 23, 2026
ონლაინ თაღლითობის ახალი სქემა – მოქალაქეებს, ახლობლების სახელით, თანხის გადარიცხვას სთხოვენ

მარი შაშიაშვილისთვის, დედისგან მიღებულ შეტყობინებებში თავდაპირველად საეჭვო არაფერი იყო. იცოდა, რომ დედა მართლაც სტომატოლოგთან იმყოფებოდა. ეჭვი თანხის რამდენჯერმე მოთხოვნამ გააჩინა. მალე გაირკვა, რომ, დედის ნაცვლად, მას პროფესიონალი თაღლითი სწერდა.

დარეკა ბანკში და ტრანზაქციების გაუქმება მოითხოვა. მომხდარი პოლიციას შეატყობინა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი გამოძიება დაიწყო.

პარალელურად, სოციალურ ქსელში გამაფრთხილებელი ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოს კომენტარებიდან გაირკვა, რომ მსგავსი შეტყობინებები სხვებსაც მიუღიათ. დაზარალებულები ერთი და იმავე სქემაზე საუბრობენ.

გადარიცხვის ყველა ქვითარში ერთი და იგივე მიმღები კომპანია ფიგურირებს – “ნიუ ფეიმენთ სისტემ”. კომპანიის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვამ, შესაძლოა, მსხვერპლს უსაფრთხოების განცდა შეუქმნას, თუმცა, ამ შემთხვევაში, შპს მხოლოდ შუამავლის, თანხის გამტარის ფუნქციას ასრულებს, რაც რეალური თაღლითის ვინაობის დადგენას, პირიქით, ართულებს.

სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ სქემის უკან უცხოეთიდან მოქმედი კიბერდამნაშავეები იდგნენ. ეს ონლაინ თაღლითობის ერთ-ერთი ფორმაა – ფიშინგი, რომლის ამოცნობაც, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, სულ უფრო რთულდება.
თაღლითები ახალი მეთოდების შესამუშავებლად და პოტენციური მსხვერპლის ქცევის გასაანალიზებლად, ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ.

თაღლითები სულ უფრო ზუსტად არჩევენ სამიზნეს, სწავლობენ მის სოციალურ კავშირებს, ქცევის თავისებურებებს და ნდობით აღჭურვილ კონტაქტებს, რომ ახლობლების სახელით მოტყუება უფრო დამაჯერებელი გახადონ.

სპეციალისტების მთავარი რეკომენდაციაა: თანხის გადარიცხვამდე ყოველთვის გადაამოწმეთ თხოვნის ნამდვილობა, მაშინაც კი, თუ შეტყობინება ოჯახის წევრის სახელით მიიღეთ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ფეხბურთელმა გიორგი გაგუამ მოედანზე ლავიწის ძვალი გაიტეხა
  • „მე და ბებო გიორგობას გილოცავთ სრულიად საქართველოს!“ – ლაშა ბექაური
  • ონლაინ თაღლითობის ახალი სქემა – მოქალაქეებს, ახლობლების სახელით, თანხის გადარიცხვას სთხოვენ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge