აბაშაში ყველის გასაყიდად საკუთარი მიკროავტობუსით მიმავალ ცოლ-ქმარს გზად შეიარაღებული პირები დახვდნენ.
როგორც წყარო “მეტრონომს” უყვება ნიღბიანები ტრანსპორტში ავიდნენ და ცოლ-ქმარს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.
