ხმაური იყო გუშინ საღამოს გორის დედათა და ბავშვთა ცენტრში. მშობიარე, ახალგაზრდა ქალის ოჯახი ჩვილის გაგუდვაში ექიმებს ადანაშაულებს.
“ბავშვს არაფერი არ სჭირდა, რაღა იმ წუთში დაემართა, უპატრონოდ, აყვანილი ექიმი სხვაგან იყო გასული, სხვები ამშობიარა, ფულის ღორი, ბავშვს დაუგვიანა მშობიარობა და ბავშვი გაიგუდა მუცელში” – ამბობს მშობიარის ბებია.
ფაქტს ეხმაურებიან კლინიკის ადმინისტრაციაშიც.
,,დაფიქსირდა ნაყოფის ინტრანატალური სიკვდილი. მშობიარობამდე ორსული აღრიცხვაზე იმყოფებოდა სხვა კლინიკაში. მიმდინარეობს ფაქტის შესწავლა, ნაყოფის ინტრანატალური სიკვდილის შესახებ ეცნობა შესაბამის სამსახურს და დადგინდება მომხდარის მიზეზები”,-აცხადებენ “იავნანაში”.