“პირველების” ინფორმაციით კულტურის მინისტრად მაია ბითაძე ინიშნება.
მაია ბითაძე ამ დრომდე საქართველოს პარლამენტის წევრია.
ცნობისთვის, დღეს ირაკლი კობახიძემ არ გამორიცხა, რომ ახალი მინისტრი საპარლამენტო გუნდიდან იქნებოდა და დააკონკრეტა, რომ ამის შესახებ მალე გავიგებდით.
მაია ბითაძე “ქართულ ოცნებაში”, კალაძის გუნდის წევრად მოიაზრება. ის საქართველოს პარლამენტის დეპუტატად არჩევამდე თბილისის ვიცე მერის თანამდებობას იკავებდა. პროფესიით იურისტი ბითაძე 2011 -2017 წლებში საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, ასევე მინისტრის მოადგილე იყო.
