წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„🎗 ვუსამძიმრებთ SANGU-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ტრაგიკულად დაღუპული სტუდენტის, ზუკა გოგიაშვილის ოჯახს.
ზუკა იყო გამორჩეულად თბილი და ყურადღებიანი ადამიანი.
ის სწავლის პარალელურად აქტიურად იყო ჩართული სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში, სადაც სხვადასხვა წლებში იყო ვიცე პრეზიდენტი და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
ღმერთმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი“, – აღნიშნულია პოსტში.