შიდა ქართლში დედას მცირეწლოვან შვილზე ძალადობაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას და უმძიმეს ვიდეოკადრებს “რუსთავი 2” ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, მათ ვიდეომასალა ოჯახის ახლობელმა მიაწოდა და დახმარება ითხოვა.
“ღამე მოვიდნენ პირველ საათზე, თქვენ ბრალი გედებათ ბავშვზე ძალადობაშიო. ალყა ისე შემომარტყეს, გეგონება მკვლელი არისო და არსად გაიქცესო.
ლოგინში ჩაიფსა და მაგიტომ დავარტყი, ყოველდღე არ ვცემ, სხვა დროს მე ჩემი შვილები არ მიცემია. მითხრეს დროებით უნდა გადავიყვანოთ ბავშვებიო.
მე და ჩემს მეუღლეს დავა გვაქვს სასამართლოში, მეზობლები მეუბნებოდნენ, დადისო და ქრთამს სთავაზობს ხალხს, ან ვიდეო გადაგიღონ, ან რამეში გამოგიჭიროსო, რომ ბავშვები წაგართვასო,”- აცხადებს დედა “რუსთავი 2”-თან საუბარში.
ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია უკვე მიეწოდა სოციალურ სააგენტოს. ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მცირეწლოვანი თავშესაფარში გადაიყვანა, საქმეზე კი გამოძიება მიმდინარეობს.