„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 ნოემბერს, 10:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს სოფელ გლდანში და ავჭალის მასივში;
11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: წეროვანი, ჯიღაურა, საგურამო, ჭოპორტი და მიმდებარე სოფლებში;
14:40-დან 18:30 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში, ქედის, შეყლაშვილის, უგრელიძის და მიმდებარე ქუჩებზე.
„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.