Wednesday, May 14, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home შოუბიზნესი

“ვერც კი ვიფიქრებდი… თურმე შეიძლება დარტყმას ყველა მხრიდან ელოდო” – ეკა ჩხეიძე

January 29, 2021
“ვერც კი ვიფიქრებდი… თურმე შეიძლება დარტყმას ყველა მხრიდან ელოდო” – ეკა ჩხეიძე

ვი­ღა­ცე­ბი” თურ­მე სე­რი­ო­ზუ­ლად ჩა­ლი­ჩო­ბენ და ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში მბლო­კა­ვენ. არა მარ­ტო სე­რი­ა­ლებ­ში, გა­და­ცე­მებ­შიც… “ცუ­დას რად უნდა მტე­რო­ბაო” – მე ეს არ მამ­შვი­დებს. უკვე ძა­ლი­ან დამ­ღა­ლა ამ ყვე­ლა­ფერ­მა და ძა­ლი­ან მწყინს, თუმ­ცა თქვენ­ნა­ი­რე­ბი იმარ­ჯვე­ბენ, ფაქ­ტია, გი­ლო­ცავთ!” – სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სტა­ტუ­სის ავ­ტო­რი ეკა ჩხე­ი­ძე გახ­ლავთ. იმის გა­სარ­კვე­ვად, თუ ვინ ან რამ გა­ა­ნა­წყე­ნა მსა­ხი­ო­ბი? – მას და­ვუ­კავ­შირ­დი. თავ­და­პირ­ვე­ლად ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რა­ზე უარი მი­თხრა, მაგ­რამ მე­ლა­პა­რა­კა იმა­ზე, რაც მისი გუ­ლის­ტკე­ნის მი­ზე­ზი გახ­და. ბო­ლოს კი ჩვე­ნი დი­ა­ლო­გის ამ ფორ­მით და­ბეჭდ­ვა­ზე დამ­თან­ხმდა.

– ეს პოს­ტი ძა­ლი­ან გა­ღი­ზი­ა­ნე­ბულ­მა დავ­წე­რე. ალ­ბათ არ უნდა და­მე­წე­რა, რად­გან არა მგო­ნია, რა­ი­მე გა­მოს­წორ­დეს, ვინ­მეს გული შე­უ­წუხ­დეს ან შერ­ცხვეს. მსგავ­სი უსა­მარ­თლო­ბა ხში­რად ხდე­ბა და არა – მხო­ლოდ ჩემს თავს. ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში კლა­ნე­ბია, ერ­თმა­ნეთს ასაქ­მე­ბენ. არას­დროს ვყო­ფილ­ვარ ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც და­ხუ­რულ კარ­ზე აკა­კუ­ნებს და შეშ­ვე­ბას ითხოვს. ძა­ლი­ან ცუ­დია, როცა კარს ცხვირ­წინ გი­კე­ტა­ვენ, გა­კე­თე­ბუ­ლი საქ­მე რომ გი­ფუჭ­დე­ბა; როცა სი­ტუ­ა­ცია მა­შინ იც­ვლე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი გარ­კვე­უ­ლი რომ გგო­ნია. ლა­პა­რა­კი იყო გა­და­ცე­მა­ზე, რო­მე­ლიც უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო და სე­რი­ალ­ზე, რო­მე­ლიც უნდა ჩაშ­ვე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ… როცა შენს ნაც­ვლად, სხვა ამ­ბობს, “ეკას არ სცა­ლია”, გე­კი­თხე­ბით, ამას რა ჰქვია? ალ­ბათ თა­ვი­სი ხალ­ხი ჰყავთ. გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ ეს შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს რამ­დენ­ჯერ­მე? როცა ყვე­ლა მხრი­დან გზა გე­კე­ტე­ბა, მერე ფიქ­რობ, რომ გებ­რძვი­ან ან რო­გორც კონ­კუ­რენ­ტი, არ აწყობ, ან რა­ღა­ცის გამო სა­მა­გი­ე­როს გიხ­დის. ფაქ­ტია, მი­ზე­ზი არ­სე­ბობს. თურ­მე არ დავ­თან­ხმდი კონ­კრე­ტულ გა­და­ღე­ბას იმი­ტომ, რომ არ მე­ცა­ლა.

– სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გარ­კვე­ვა არ გიც­დი­ათ?

– ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბი პირი ამ­ბობს, ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია მქონ­დაო. ზუს­ტად რა და რო­გორ მოხ­და, ამას არც არას­დროს მე­ტყვი­ან. ვი­ღა­ცას არ აწყობ­და, ვი­ღა­ცას თა­ვი­სი­ა­ნის ჩა­ტე­ნა უნ­დო­და – ეს პირ­ვე­ლად არ ხდე­ბა.

– ინ­ტრი­გე­ბი თე­ატ­რის­თვი­საც არ არის უცხო.

– მარ­თა­ლია, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, ამ ინ­ტრი­გე­ბის­გან შორს ვიყო.

– ამას რო­გორ ახერ­ხებთ?

– მერე მე ჩემს კო­ლე­გებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას ვე­ღარ ვაგ­რძე­ლებ, ინ­ტრი­გე­ბის ქექ­ვა და გარ­ჩე­ვა ჩემი საქ­მე არ არის და მე­ო­რე დღი­დან ვი­თომ არა­ფე­რი მომ­ხდა­რა, ამის თა­მა­ში არ შე­მიძ­ლია. ორი თე­ატ­რის დას­ში ვარ და კრე­ბებ­ზეც კი არას­დროს დავ­დი­ვარ, რად­გან იქ მუ­დამ ხდე­ბა გარ­კვე­უ­ლი სა­კი­თხის გარ­ჩე­ვა. ამ დროს შე­იძ­ლე­ბა ისეთ რა­მეს მიხ­ვდე, ინ­ფორ­მა­ცი­აც არ მინ­და მქონ­დეს, არ მინ­და ვი­ცო­დე. მერე ადა­მი­ა­ნებ­თან ვე­ღარ ვურ­თი­ერ­თობ. ამი­ტომ ბევრ ამ­ბავს წლე­ბის შემ­დეგ ვი­გებ და მერე გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლე­ბი მე­კი­თხე­ბი­ან, შენ ეს არ იცო­დიო? არც და­მიშ­ვია, ის თუ მოხ­დე­ბო­და. გა­ო­ცე­ბუ­ლი ვარ, ხალ­ხი დროს, ენერ­გი­ას, ნერ­ვებს რაში ფლან­გავს?! არ აჯო­ბებს, ეს ყვე­ლა­ფე­რი სცე­ნა­ზე და­ხარ­ჯო? ახლა ვინც უფრო წინ ჩახ­ტე­ბა, სხვას გა­და­ახ­ტე­ბა, მეტს აღ­წევს. მე ასე მოქ­ცე­ვა არ მას­წავ­ლეს. არას­დროს არა­ვის­თვის არა­ფე­რი მო­მი­თხო­ვია, არა­ვის შევძრო­მი­ვარ, არას­დროს არა­ვის­თვის არა­ფე­რი წა­მირ­თმე­ვია.

 გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „თუ ყველა პოლიტიკოსი აჩვენებს იმავე ძალას, იქნებ, საბანი აქეთ გადმოიწიოს“ – ნანუკა ჟორჟოლიანი ოქრუაშვილის დაკავებაზე?
  • “მაგათთან ხუმრობა არ შეიძლება…” – რა განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა დაკავებამდე
  • ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს – საქმის დეტალები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge