საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი, კლერმონ-ფერანის ენდოსკოპიური ქირურგიის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი რევაზ ბოჭორიშვილი ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება იმის შესახებ, რომ „ასტრაზენეკა“ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის განკუთვნილ ვაქცინას სხვა ქვეყნებს აწვდის.
რამდენიმე დღის წინ, ბრიტანულ-შვედურმა ფარმაცევტულმა კომპანიამ „ასტრაზენეკა“ მოულოდნელად განაცხადა, რომ წარმოებაში არსებული პრობლემების გამო, ევროკავშირისთვის მარტის ბოლოსთვის დაპირებული დოზის მიწოდებას ვერ შეძლებდა. ბრიუსელში ამბობენ, რომ „ასტრაზენეკა“ პირველ კვარტალში მხოლოდ 31 მილიონი დოზის მიწოდებას შეძლებს, რაც დაგეგმილზე 60 პროცენტით ნაკლებია.
“ვაქცინების ომი“… 21 ე საუკუნის პირველი გლობალური გეოპოლიტიკური განხეთქილების მაგალითი, “ცივი ომის“ მსგავსი…
რამოდენიმე დღის წინ ბრიტანულმა ასტრა ზენეკამ განაცხადა რომ 60 % ით უმცირებს ევროპას თავისი ვაქცინის მოწოდებას.. ევროპაში განლაგებული წარმოების ჩამორჩენის გამო.
ევროკავშირმა ლონდონს მოსთხოვა, დიდ ბრიტანეთში წარმოებული ვაქცინა მოგვაწოდეთო, რაზეც ჯონსონმა კატეგორიული უარით უპასუხა…
ფაიზერი და მოდერნაც ვერ ახერხებენ დაპირებული დოზების მოწოდებას… იმდენად რომ, საფრანგეთში, ზოგ რეგიონში ვაქცინაცია დამუხრუჭდა .. და ფრანგულ პრესაში
“სპუტნიკზე“ ალაპარაკდნენ, რატომაც არაო..
ამასობაში სანოფი და მერკი გამოეთიშა ვაქცინების შექმნის პროცესს…
“უპატრონო“ ქვეყნები რომ ყველაზე მეტად დაზარალდება, არაფერს ვიტყვი…”.- წერს საფრანგეთში მოღვაწე პროფესორი, მედიცინის დოქტორი, მეან-გინეკოლოგი, ლაპარასკოპიული ქირურგი რევაზ ბოჭორიშვილი.