Ajaranews – ის ცნობით, შტორმის შედეგად მიყენებული დაზიანებით „კავკაზ 1“-ის მეზღვაური გარდაიცვალა.
მიზეზი ზღვაში არსებული შტორმული ვითარება გახდა.
გარდაცვლილი მალტის დროშის ქვეშ მცურავი გემის Kavkaz 1-ის ეკიპაჟის წევრი იყო, რომელიც ქერჩის სრუტეში მიდიოდა.
შეგახსენებთ, აჭარაში გუშინ ბოლო 100 წელში ყველაზე ძლიერი, 8-ბალიანი შტორმი, დაფიქსირდა.
