ფონიჭალაში აფეთქებას გადარჩენილ ბავშვებს, 3 წლის თაიას და 11 წლის ბიჭს ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკიდან დღეს გაწერენ. 3 წლის მოზარდთან მუშაობას ფსიქოლოგები აგრძელებენ. ბავშვი ტრაგედიის დეტალებზე საუბრობს და მომხდარს თანმიმდევრულად იხსენებს.
ორი პაციენტი ამჟამად კლინიკაში იმყოფება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია სრულიად. დღეს დაგეგმილია განმეორებითი კვლევები, რის შემდგომაც გადაწყდება მათი ბინაზე გაწერის საკითხი. 3 წლის და 9 თვის გოგონა, დავაზუსტებ, იმთავითვე შენარჩუნებული მეხსიერებით გახლდათ. საჯაროდ არ არის იმის ახსნა საჭირო თუ რას და როგორ იხსენებს, ეს უშუალოდ ფსიქოლოგების საქმე გახლავთ. მათ დაიწყეს მუშაობა ორივე ბავშვათან და ბუნებრივია, გააგრძელებენ გაწერის შემდგომაც, – ამბობს ინგოროყვას კლინიკის კლინიკური დირექტორი კახაბერ ჭელიძე.
კრიტიკულად მძიმეა ფონიჭალის აფეთქებას გადარჩენილი 31 წლის ილია ისაევის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ახლაგაზრდა კაცი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მას სხეულის 87% აქვს დამწვარი.
დღეისათვის მდგომარეობა არის უცვლელი, მართვით სუნთქვაზე რჩება, მკურნალობას განაგრძბს რეანიმაციულ განყოფილებაში, – ამბობს ექიმი გუგა ქაშიბაძე.
ქვემო ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარი აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ნანგრევებში მოყოლილი 7 ადამიანიდან მხოლოდ 3 წლის თაია გადარჩა. დაღუპულთაგან 3 ქალია, 1 კაცი და 2 ბავშვი.
