26 წლის ანასტასია ლიახანოვამ მეუღლე და 2 წლის შვილი სიკვდილისაგან იხსნა, თვითონ კი დაიღუპა. შემთხვევა რუსეთში მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ Mirror-ი ავრცელებს.
ანასტასიასა და მის მეუღლეს, დიმიტრის შვილი ბაღში მიჰყავდათ. წყვილი გზის მეორე მხარეს გადასვლას ცდილობდა, როდესაც ერთ-ერთი მანქანა ყინულზე მოცურდა და მათკენ სისწრაფით გაექანა.
როგორც კი ანასტასიამ ეს დაინახა, ქმარ-შვილი გვერდზე გაწია და მანქანას თვითონ გადაეღობა. ის ადგილზევე დაიღუპა.
მანქანის მძღოლს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.