აქტივისტი დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.
„აუცილებლად უნდა დარეგულირდეს ეს კანონით. ჯერ ერთი, რომ ჩემს პირად ინფორმაციას იყენებს სარეკლამოდ რაღაც ბიზნესი. მერე მეორე, მაწუხებს და ჩემს პირად სივრცეში იჭრება. მესამე, რომ რისკის შემცველია საჭესთან ეს მესიჯები, რადგან შეიძლება ყურადღება გაგეფანტოს. მე არ ვარ თანახმა, ჩემს საკუთარ ნომერზე მომდიოდეს ეს რეკლამები და ყველას ცალცალკე გათიშვა მიწევდეს. საერთოდ არ ვარ თანახმა, რომ Silknet – სილქნეტი-მა ან რომელიმე სხვა ოპერატორმა ჩემი პირადი ინფორმაცია გამოიყენოს საკუთარი შემოსავლის გასაზრდელად და მირეკლამოს რაღაცები“, – წერს ის.

