ქირურგმა გუგა ქაშიბაძემ „1 არხზე“ ისაუბრა თემაზე – რა საფრთხეს შეიცავს საახალწლო ფოიერვერკი.
„როგორც დატენილ იარაღს ვერ მივცემთ ბავშვს, ასევე არ უნდა მივცეთ ფოიერვერკი..
ყველაზე იაფიანი ასაფეთქებელიც კი, ძალიან საშიშია ბავშვის ხელში..
ხელში აფეთქების შემთხვევაში 47%-ით ზიანდება მტევანი, შემდეგ 17%-ში მოდის სახე..
მესმის, რომ გარკვეულ ტრადიციებთან არის დაკავშირებული სროლა, მაგრამ ეს არ არის ის ტრადიცია, რომელსაც უნდა გავყვეთ,“ – თქვა მან.
