ახალ წელს შეგიძლიათ ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ. ეს არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ აუცილებელიცაა. ამბობენ, რომ ახალ წლამდე აუცილებლად უნდა გაასუფთავოთ სახლი და გადაყაროთ ყველაფერი, რაც არ გჭირდებათ.
გატეხილი ნივთები
დაბზარული ან დამტვრეული ჭურჭელი, გატეხილი ქოლგა – ეს ყველაფერი სახლში არ უნდა იყოს. თქვენ ასევე უნდა მოიცილოთ აღჭურვილობა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ვერ შეაკეთეთ. წესად აქციეთ: თუ გატეხილი ნივთი დიდი ხანია გაქვთ და ვერ აკეთებთ, ესე იგი, არ გჭირდებათ. ასეთი ობიექტები მხოლოდ ენერგიას გართმევენ.
ტანსაცმელი, რომელსაც არ იცვამთ
ახალ წლამდე გადაყარეთ/გააჩუქეთ ყველაფერი, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში არ ჩაგიცვამთ: უნივერსიტეტის დროინდელი კაბები, ძველი ჯინსები, თითქმის ახალი კოსტუმი, რომელიც უკვე დაგიპატარავდათ. შეგიძლიათ გადაყრის მაგივრად თქვენს ნათესავს ან მეგობარს მიცეთ, რომელსაც მოერგება.
ქვითრები, პრიალა ჟურნალები, გაზეთები, ინსტრუქციები, სარეკლამო ბროშურები, ძველი ქვითრები, არასაჭირო დოკუმენტები – ეს ყველაფერი ნაგავია. თუ არ გაქვთ დრო ყველაფრის გადახედვისა და ხელახლა წაკითხვისთვის, მაშინ უბრალოდ გადაყარეთ, ან კიდევ უკეთესი, წაიღეთ მაკულატურაში. არა იმიტომ რომ ამაში ფულს მოგცემენ, არამედ იმიტომ რომ გარემოს აღარ დააბინძურებთ.
ნივთები, რომლებიც არაფერში გჭირდებათ
ცარიელი ქილები, ყუთები, საჩუქრები, საყვარელი წვრილმანები, კულინარიული წიგნი ან თურქული ენის სახელმძღვანელო, რომელიც ჯერ არ გადაგიშლიათ – ისინი უბრალოდ ადგილს იკავებს თქვენს სახლში და ასევე შეგახსენებთ იმას, რისი გაკეთების დროც არ გქონდათ. მსგავსი სიტუაციაა ვადაგასულ კოსმეტიკურ საშუალებებსა და მედიკამენტებზე – გადაყარეთ, რადგან მათ შეუძლიათ ზიანი მიაყენონ თქვენს ჯანმრთელობას.
არასაჭირო გამოცდილება
ეს, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია. ახალ წლამდე მოიშორეთ სტრესი და წუხილი, პრობლემური ურთიერთობები, ტოქსიკური ადამიანები და ცუდი მოგონებები. რა თქმა უნდა, ამის თქმა ადვილია, მაგრამ რთულია გასაკეთებლად. მაშინ წარმოიდგინეთ, რომ ამ ყველაფერს ვადა გაუვიდა. და ისიც გაითვალისწინეთ, რომ თუ სახლში წესრიგის დამყარებას ცდილობთ, წესრიგი თქვენს ფიქრებსაც სჭირდება. მაშინვე იგრძნობთ, როგორ გაგიადვილდებათ სუნთქვა და მოტივირებული იქნებით ახალი ცხოვრების დასაწყებად. შეხვდით ახალ წელს პოზიტიური ფიქრებით და რაც არ უნდა მოხდეს, გჯეროდეთ, რომ ყველაფერი გამოგივათ.