შიმშილის გრძნობა, რომელიც ჩნდება საღამოობით, ყველაზე ხშირად ყალბია და უმეტეს შემთხვევაში გამოწვეულია სტრესით, დაღლილობით ან მოწყენილობით.
პირველი რჩევა: დაფიქრდით, მართლა გშიათ თუ არა და რამდენი ხნის წინ ჭამეთ. შემდეგ დალიეთ ერთი ჭიქა წყალი და დაელოდეთ 10 წუთს, რადგან ძალიან ხშირად წყურვილსა და შიმშილს ერთმანეთში ვურევთ.
თუ ამის შემდეგ იგრძნობთ, რომ კვლავ გაქვთ ჭამის სურვილი, შეგიძლიათ მცირედ წაიხემსოთ.
ეცადეთ იკვებოთ ნელა, გაჯეტებით ყურადღების გაფანტვის გარეშე. შეეცადეთ აირჩიოთ საკვები, რომელიც სასარგებლო იქნება თქვენთვის.
მაგალითად, რძის პროდუქტები დაგეხმარებათ კალციუმის დეფიციტის შევსებაში, ცილებით მდიდარი საკვები სწრაფად აკმაყოფილებს შიმშილს და დიდხანს გაგრძნობინებთ სისავსეს, ხოლო ბოჭკოვანი საკვები აუმჯობესებს ნაწლავის მუშაობას და იცავს ჩვენს გულ-სისხლძარღვთა სისტემას.
ძილის წინ ყველაზე ჯანსაღი საჭმელი იქნება კერძი, რომელიც შეიცავს ადვილად ასათვისებელ პროტეინს (ქათმის მკერდი, მჭლე თეთრი თევზი, უცხიმო ხორცი, უცხიმო იოგურტი, ხაჭო, მოხარშული კვერცხი) ან საკვები ბოჭკოები (მთლიანი მარცვლეული, მარცვლეულის პური, ლობიო, ოსპი, ბოსტნეული, ხილი, თხილი და სხვადასხვა თესლი).
რისი ჭამა შეიძლება ძილის წინ?
• ნებისმიერი ხილი ან ბოსტნეული.
• ერთი სუფრის კოვზი თხილეული და ერთი ჭიქა უცხიმო იოგურტი.
• სტაფილოს ჩხირები, კიტრი ან ნიახური ჰუმუსით ან ხაჭოთი.
• ვაშლის ნაჭრები არაქისის კარაქით.
• ნახევარი სენდვიჩი ბანანით და ჩაის კოვზი თაფლით.
• მთლიანი მარცვლეულის ბურბუშელას პატარა თასი უვციმო რძით.
• ერთი მუჭა თხილი.
• მოხარშული კვერცხი.
• ნახევარი სენდვიჩი მოხარშული ქათმის მკერდით და სალათის ფოთლით.
წყარო:მკურნალი