არაჯანსაღი პროდუქტების გაყიდვა სკოლის კვების ობიექტებში აიკრძალა: ტკბილი და გაზიანი სასმელები, საღეჭი რეზინი, კანფეტები, შოკოლადი, თხილი და სხვა
შესაბამისი ბრძანება განათლების სამინისტრომ დაამტკიცა. დაწესდა სკოლის კვების ობიექტის თანამშრომლებისთვის პირადი ჰიგიენის მოთხოვნები. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო უწყებების გარდა, სკოლის კვების ობიექტს, ყოველ დღიურ მონიტორინგს გაუწევს სკოლის მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება საბაზო ან საშუალო საფეხურის მოსწავლეებით, სკოლის მოსწავლეთა მშობლებით და მასწავლებლებით.