არის მომენტები, როცა ბევრ ქალბატონს უწევს თმის შეღებვა სახლის პირობებში და სალონებში სიარულის ფუფუნება არ აქვს. ამ დროს ყველა ქალის პრობლემა საღებავის მიერ დატოვებული ლაქებია. მისი მოშორების უამრავი ხერხი არსებობს. ზოგი ნამდვილად არალოგიკური და სახიფათოა კანისთვის.
როგორ მოვიცილოთ უსაფრთხოდ ლაქები – ეს ყველა ქალს დააინტერესებს.
ვაზელინი, ქოქოსის ზეთი
სანამ თმის შეღებვას დაიწყებთ, შუბლსა და ყურებზე თხელი ფენა ვაზელინი წაისვით. ასევე შესაძლებელია ზეითუნის ან ქოქოსის ზეთი. ეს დაგეხმარებათ, არ დაგრჩეთ ლაქები.
თმის საღებავის მოსაშორებელი
ფრჩხილის ლაქის მოსაშორებელი, საჭმლის სოდა, სამედიცინო სპირტი და მსგავსი საშუალებები ხშირად იწვევს კანის დაწვასა და სიწითლეს. ამიტომაც მათი გამოყენება კანზე არ არის რეკომენდებული. დღეს მრავლადაა სპეციალური თმის საღებავის ლაქების მოსაშორებელი საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფს პრობლემის უსაფრთხოდ მოგვარებას. მაგალითად, „Wella Professional stain remover”.
ამქერცლავი სკრაბი
შეიზილეთ კანის ამქერცლავი კრემი, 30 წამით გაიჩერეთ, ჩამოიბანეთ და დაიტენიანეთ კანი.
მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალება
მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალება შესანიშნავი გამოსავალია. შეგიძლიათ სველ ხელსახოცს დაამატოთ ცოტაოდენი მაკიაჟის მოსაშორებელი და ისე მოიშოროთ ლაქები. ხელსახოცში შემავალი მცირეოდენი ზეთი შესანიშნავად აალაგებს მათ კანიდან.
კბილის პასტა
კბილის პასტა მხოლოდ თეთრი მასის და არა გელისებური, აქრობს ლაქის კვალს.
ამ საშუალებების დახმარებით პროფესიონალ სტილისტთან ვიზიტი ნამდვილად არაა აუცილებელი. სახლის პირობებშიც მარტივად შეძლებთ გაუმკლავდეთ ღებვის რუტინულ პრობლემას.
წყარო:მკურნალი