ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 2 ადამიანი დაშავდა.
ავარია დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა.
სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ერთი დაშავებული ქვემო კიდურის ტრავმით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მეორე დაშავებულმა კი ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა.
წყარო: batumelebi.netgazeti.ge
