ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.
„ძალს ადამიანი და ძალს სამყარო, რომელიც კალეიდოსკოპური სისწრაფით იცვლება და ადამიანის ცნობიერებისთვის მიუწვდომელი რჩება ჯერაც ეს ცვლილებები. ამიტომაც არის ამდენი სტრესი გარშემო პანდემიების, ომების, კატაკლიზმების სახით. რაც მეტ ხანს ჩავებღაუჭებით კომფორტის ზონას, მით უფრო ძლიერი იქნება დარტყმები. მთავარი ის არის, რომ მისხალ არაკეთილსინდისიერებას და სიყალბეს აღარ გვაპატიებენ არც დასავლეთს, არც აღმოსავლეთს, არც ჩრდილოეთს და არც სამხრეთს. არც მემარჯვენეს, არც მემარცხენეს, არც ცენტრისტს და არც ულტრას, არც ქოცს, არც ნაცს , არც შუას, არც თავს და არც ბოლოს. არც მუსლიმს, არც ქრისტიანს, არც იუდეველს, არც ბუდისტს და არც ათეისტს, უბრალოდ ერთდროულად ყოფნას თან არყოფნას აღარ გვაპატიებენ . ამიტომ ყოფნა, წრუწუნჯან, ყოფნა! თუმცა წინ იმდენი “მოულოდნელობა” გველის, რომ ” წუთისოფლის სიკეთეებით” გამობრუცუნებულ წრუწუნებს ე მანდ ფეხი არ დაგიცდეთ ცეკვის დროს, წინ იყურეთ და ცხვირები ცოტა დაწიეთ ყოველ შემთხვევისთვის“, – წერს ის.
