ფსიქოლოგი
ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს:
რა მაგის პასუხია და უკრაინაში ქართული ლეგიონის ერთ წევრს მოვუყევი ზღაპარი, მთვარე რომ დიდი ყველია, რომელსაც დაესიენ თაგვები და ნამგალს დაამსგავსეს, ისე გამოჭამეს, ხოდა მთვარეზე მცხოვრებმა კაცმა მიმართა დედამიწელ მეგობარს, კატა მათხოვეო. მოკლედ, მოსპო თაგვები მთვარეზე, მაგრამ ამასობაში შეუყვარდა მერი და შეირთო ცოლად. მერი გიჟდება ყველზე და დაქორწინების მერე ამ კაცს თვეში ერთხელ მთვარე აქვს შესაკეთებელი. რამდენი ცოტა ნაკლული მთვარე გამოჩნდება ცაზე, ამ ჩვენს ლეგიონერს ქალბატონი მერი ახსენდება და გაბრაზებული მწერს, ზოგი ქალი რა ხარბიაო. ამიტომ დღეს (ახლა ამ წამს) მოვუყევი ზღაპარი ფუნთუშაზე, რომელიც წვიმის გუბეში ჩავარდა და ძალიან განიცადა, დავიღუპეეეე, დავიღუპეეე, აღარავინ შემჭამსო, მაააგრამ, კვატების ოჯახმა ფუნთუშაც შეჭამა და გუბის წყალიც დააყოლა, რითაც ზღაპრის ყველა გმირი უბედნიერესი გახდა. ხოდა ეს ჩვენი ლეგიონერი ნებართვას მთხოვს, შეიძლება წავუკითხო მეგობარსო? მეუთხარი, არამარტო მაგ მეგობარს, არამედ სხვებსაც. შემდეგ ჯერზე ზუმში შევიკრიბოთ და ერთად მოგიყვებითმეთქი. აი ასე ვმონაწილეობ ომში, რომ იცოდეთ. ვისაც რა შეგვიძლია- წერს ნათია ფანჯიკიძე.