მომღერალმა და ტელეწამყვანმა, რატი დურგლიშვილმა ჟურნალ „გზის“ ბლიც შეკითხვებს უპასუხა და ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ წამოვიდა „ტვ პირველის“ შუადღის გადაცემიდან.
„სამთვიანი კონტრაქტი დასრულდა, ახალი კონტრაქტი უნდა გაგვეფორმებინა, მაგრამ იმ თანხად, რაც იქ უნდა ამეღო, ვერ ვიმუშავებდი. უარი ვთქვი. ყველა სფეროს გაუჭირდა და ეს პერიოდი იყო გამოცდილება, ცოდნის მიღება. ტელევიზიას ბუნებრიობა არ უხდება. გარჯკეულ ფორმატს მოითხოვს. ჟურნალისტებს მანამდეც დიდ პატივს გცემდით, მაგრამ მას შემდეგ, რაც მუშაობის სპეციფიკას გავეცანი და ამ ურთულეს საქმეს შევეხე, მეტად დაგაფასეთ, ძალიან მაგრები ხართ“, აღნიშნავს რატი.
მომღერალი ასევე პასუხობს კითხვას, არის თუ არა შეყავრებული ამჟამად:
„… არ ვარ. ახლა კი არა, 20 წელია, არავინ მყვარებია. ეს აქტიური ცხოვრების ბრალი მგონია. პირადი ცხოვრებისთვის დრო არ მრჩებოდა… პირველად ბარში ერთი გოგონა შემიყვარდა. გვანცა ერქვა. ერთხელ ეს ამბავი ერთ-ერთ შოუში მოვყევი და იმდენმა „გვანცამ“ მომწერა… ამაზე კარგად ვხალისობდი“.