Friday, June 20, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

November 22, 2023
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს:

„გვინდა, გამოვეხმაუროთ მოქალაქე აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებულ მიმართვას სოციალურ ქსელში, სადაც თბილისის მერია დადანაშაულებულია, რომ თითქოს, მუნიციპალური თავშესაფრიდან მოხუცი ქალბატონი და მისი შშმ შვილი ქუჩაში გაუშვეს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და ემსახურება საზოგადოების დეზინფორმირებას.

თბილისის მერიამ არაერთხელ შესთავაზა მოქალაქეებს – მ.კ.-ს და მის შვილს დ.ჩ.-ს „თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის“ კონტრაქტორ „წმ. მამა გაბრიელის სახელობის ჰოსპისში“ გადაყვანა, რაზეც სამწუხაროდ, მიიღო უარი.

გაცნობებთ, რომ მ.კ. და მისი შვილი დ.ჩ. ლილოში მდებარე „თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში“ გახსნის დღიდან ცხოვრობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ დ.ჩ. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ეტლით მოსარგებლე პირია, თავშესაფრის ხელმძღვანელობამ დაუშვა გამონაკლისი და დედასთან ერთად თავშესაფრის ბენეფიციარად დაარეგისტრირა, რადგან მ.კ. უზრუნველყოფდა მის მოვლას. აღსანიშნავია, რომ თავშესაფრის შინაგანაწესის გათვალისწინებით, ბენეფიციარს უნდა შეეძლოს თავის მოვლა, ჰიგიენური ნორმებისა და ოთახში სისუფთავის დაცვა.

მას შემდეგ, რაც მ.კ.-ს თავად შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები, თბილისის მერიამ უზრუნველყო სტაციონარში მისი არაერთხელ გადაყვანა. ბენეფიციარი მდგომარეობის გართულებამდე უარს აცხადებდა ჰოსპიტალიზაციაზე და ექიმის დანიშნულებას არასათანადოდ ასრულებდა. აღნიშნულმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია და სხვა ბენეფიციართა დახმარების გარეშე აღარ შეეძლო თავის მოვლა. მისი ასეთი მდგომარეობა ბენეფიციართა უკმაყოფილებას იწვევდა, რასაც ისინი თავშესაფრის სოციალურ მუშაკებთან საუბარში აფიქსირებდნენ. გარკვეული დროის შემდეგ, მ.კ.-ს გაუჭირდა გადაადგილება და შვილის მსგავსად თავადაც ეტლით მოსარგებლე გახდა. აღნიშნულის შედეგად, მომვლელის გარეშე დარჩა მისი შვილი, შშმ პირი დ.ჩ.

თავშესაფრის შინაგანაწესის გათვალისწინებით, ბენეფიციარებს თავშესაფარი უნდა დაეტოვებინათ.

„თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის“ ხელმძღვანელობამ მ.კ.-ს და დ.ჩ.-ს „წმ. მამა გაბრიელის სახელობის ჰოსპისში“ გადაყვანა შესთავაზა, რაზეც დედა-შვილმა კატეგორიული უარი განაცხადა. მ.კ.-მ შვილთან ერთად, თავად დატოვა თავშესაფარი.

აღნიშნული შეთავაზება მათ, ასევე, აქვთ ჩუღურეთის რაიონის გამგეობისგან, თუმცა, უარი განაცხადეს, როგორც სიტყვიერად, ისე წერილობით.

რასაკვირველია, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება სოციალური ქსელის მეშვეობით გააზიაროს ინფორმაცია, თუმცა, ამასთანავე აქვს პასუხისმგებლობა, არ დაუშვას სიცრუის ტირაჟირება და გადაამოწმოს ინფორმაცია შესაბამის უწყებაში“, – ნათქვამია განცხადებაში

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ეს ტრამპის გადასაწყვეტია!“ – რას აცხადებს ბენიამინ ნეთანიაჰუ?
  • „ბედნიერი ვარ; ეს რომ მახსენდება, სიხარულით ვივსები…“ – რას ამბობს მამუკა ხაზარაძე?
  • რა ეღირება დოლარი და ევრო დღეს – ვალუტის კურსი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge