ჟურნალისტი დავით კიკალიშვილი ჟურნალისტებსა და ბავშთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს ავსტრიაში მცხოვრები ორი ქართველი მოზრადის ბედით დაინტერესებას სთხოვს.
როგორც კიკალიშვილი თავის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამბობს, ავსტრიაში ორი ქართველი მოზარდისა და მათი ოჯახების საქართველოში დეპორტაცია განიხილება.
მისივე თქმით, ეს აქტი შესაძლოა, იურიდიულად სწორიც იყოს, თუმცა დადეპორტება, ამ მოზარდების ფსიქოემოციური და სოციალური მდგომარეობას მკვეთრად გააუარესებს.
„მოგმართავთ საქართველოში მცხოვრებ ჩემს თანამოქალაქეებს, მეგობრებს, კოლეგებს, აგრეთვე, საქართველოს ხელისუფლებას და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობენ. ახლა ავსტრიიდან საქართველოში, ორი ქართველი მოზარდისა და მათ ოჯახების დეპორტაცია აქტიურად განიხილება. შესაძლოა, ავსტრიის ხელისუფლებას ჰქონდეს ფორმალური საბაბი დეპორტაციის განხორციელებისათვის, მაგრამ არსებობს ბავშვთა უფლებები.
ვფიქრობ, რომ ამ მოზარდებისათვის, რომლებიც დიდი ხანია ამ ქვეყანაში ცხოვრობენ, აქ იზრდებიან, ჰყავთ კლასელები და აქვთ განვითარების სივრცე, ამ სივრციდან ასე უხეში ამოგდება, მათ ცხოვრებაში ტრავმა იქნება. ნებისმიერი საქართველოს მოქალაქე, ვინც ქვეყნის ფარგლებს გარეთაა, ჩვენი ქვეყნის პოტენციური ელჩია. არ გამოვრიცხოთ, რომ მომავალში ამ ბავშვებიდან კიდევ ერთ პიანისტი ბუნიათაშილი, ან ფიზიკოსი დვალი გაიზარდოს“, – აცხადებს კიკალიშვილი.