“ნაპოლისა” და საქართველოს ნაკრების ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრაში ესპანეთთან გაფრთხილება მიიღო. ეს იმას ნიშნავს, რომ ბოლო წლებში საქართველოს ნაკრებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრას, ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალურ მატჩს გამოტოვებს – აღნიშნულ ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
ასევე ცნობილია, რომ საქართველოს ნაკრების მეტოქის, ლუქსემბურგის ერთ-ერთი ლიდერი, გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ბინადარის, „სანქტ პაულის“ შემტევი დანელ სინანი პლეი ოფში ვერ ითამაშებს.
23 ნოემბერს დაგეგმილია წილისყრა, რომელზეც გაირკვევა, რომელი ნახევარფინალის გამარჯვებული იქნება მასპინძელი ფინალში.