კომში შეიცავს პროვიტამინებს, B, C, E, PP ვიტამინებს და მიკროელემენტებს: კალიუმს, ნატრიუმს.
გამოიყენება ნაწლავის ანთებითი დაავადებების დროს. კომშის წვენს აქვს მატონიზებელი, ანტისეპტიკური, შარდმდენი თვისებები. კომშის წვენი რეკომენდებულია ანემიის, სისხლძარღვთა და რესპირატორული დაავადებების, ასთმის დროს. ყველა ჯიშის კომში დადებითად მოქმედებს ფსიქიკაზე. ასტიმულირებს ორგანოებს, აუმჯობესებს განწყობას. კომშის წვენი ბევრად ადვილი მოსანელებელია.
მხედველობის გასაძლიერებლად და ხველების სამკურნალოდ კომში შეუცვლელია.
ნაყენი ასე უნდა მოამზადოთ: კომშის ორ ფოთოლს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და თავდახურულ ჭურჭელში გააჩერეთ დაახლოებით ნახევარი საათით, ოთახის ტემპერატურაზე. შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ ნახევარი ჭიქა ჭამის წინ, დარჩენილი ნახევარი ჭიქა ნაყენი კი – ჭამის შემდეგ.
კურსი ორი კვირის განმავლობაში ჩაიტარეთ და თავად დარწმუნდებით, რომ ხველაც შეგიჩერდებათ და მხედველობაც გაგიუმჯობესდებათ.
ხველების დროს კარგია ასევე კომშის გულისა და კურკების ნახარშის სმა. გაჭერით კომში შუაზე, ამოჭერით დანით გული კურკებიანად. დაასხით ორი ჭიქა ცივი წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ დაახლოებით 10-15 წუთით. დალიეთ ერთი ჩაის ჭიქა დღეში ორჯერ, თბილი, ჭამის შემდეგ – დილას და საღამოს.
წნევის დასაწევად შეგიძლიათშემდეგი ნაყენი მოამზადოთ: ოთხ ცალ კომშის ფოთოლს დაასხით ერთი ლიტრი წყალი. ადუღეთ ათი წუთის განმავლობაში. დალიეთ ნაყენი დღეში ორჯერ, ჭამის წინ ან შემდეგ. ეს ნაყენი ასევე კარგია მომატებული პროთრომბინის დროსაც, რადგან მის დონეს არეგულირებს.
სამკურნალოდ გამოიყენება როგორც კომშის ნაყოფი, ასევე მისი ფოთლები და ხის ქერქი. ის დამამშვიდებლად მოქმედებს ფსიქიკაზე, აუმჯობესებს გუნება-განწყობას, ამაღლებს იმუნიტეტს, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, აამებს თავის ტკივილს, რეკომენდებულია ნაბახუსევზე, ანემიისა და დაბალი ჰემოგლობინის დროს.
კომშის ფოთლები საუკეთესო საშუალებაა ასთმის დროს. აქვს სისხლძარღვების შევიწროების უნარი და დაბლა სწევს არტერიულ წნევას.
პექტინი, რომელსაც კომში შეიცავს, ხელს უწყობს ორგანიზმიდან შხამიანი ნივთიერებების გამოდევნას.
ჰიპერტონიის დროს ერთი ჩაის ჭიქა წყალი დაასხით ორ სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ კომშის ფოთოლს. ადუღეთ ნელ ცეცხლზე ნახევარი საათით, შემდეგ გააცივეთ, გადაწურეთ და მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი დღეში სამჯერ.
ხველების დროს ერთ სუფრის კოვზ კომშის თესლს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ წყლის ორთქლზე ოცი წუთის განმავლობაში, შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა ნაყენი დღეში სამჯერ, ჭამის წინ.