Friday, July 4, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საინტერესო

“ჩემი ხუჭუჭათმიანი 3 წლის შვილი წყლის ზედაპირზე ტივტივებდა” – ტელეწამყვანი პირდაპირ ეთერში ატირდა

January 28, 2021
“ჩემი ხუჭუჭათმიანი 3 წლის შვილი წყლის ზედაპირზე ტივტივებდა” – ტელეწამყვანი პირდაპირ ეთერში ატირდა

ტელეწამყვანი თათია შარანგიამ თავისსავე საავტორო გადაცემა „სთორიში“ ზაფხულში მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა, როდესაც მისი მცირეწლოვანი შვილი აუზში დახრჩობას სასწაულებრივად გადაურჩა.

„18 აგვისტოს ძალიან ცხელოდა და წავედით აუზზე. სამივე ბავშვი წყალში თამაშობდა, მე და სანდრო მათ ვხედავდით. ანდრუშას ეკეთა ძალიან დიდი საცურაო ჟილეტი, რის გამოც მშვიდად ვიყავი. მართლა ვერ ვხვდები ის ერთი წუთი სად ვიყურებოდი. აღმოჩნდა, რომ არც ტელეფონი მეჭირა ხელში, არც ყავას ვსვამდი. ერთი წუთი სადღაც გავიხედე და არანორმალური ხმა მესმის, ჩემივე შვილის, სანის, და რომ გამოვიხედე ერთადერთი, რაც შემიძლია გავიხსენო, ჩემი ხუჭუჭათმიანი 3 წლის შვილი წყლის ზედაპირზე ტივტივებდა. ეს არის რაც მახსოვს. უსიცოცხლო ამოვიყვანე, ლურჯი იყო, ცხვირი, პირი სულ ლურჯი ჰქონდა. სიცოცხლის არანაირი ნიშანწყლები არ ჰქონდა. ფეხები, ხელები, ყველაფერი ლურჯი ჰქონდა. ხალხს რომ ვთხოვდი, მიშველეთ, დამეხმარეთ, ამ სილურჯეს რომ ხედავდნენ, ხელებს მაღლა წევდნენ…

ხალხი რომ მოდიოდა, ყველას იმედი მქონდა, ყველას თვალებში ვკითხულობდი რომ მეტყოდნენ, შენი შვილი ცოცხალიაო. 30 წამი მჯეროდა, რომ მე მოვკალი ჩემი უყურადღებობით ჩემი შვილი და მე ჩემი შვილი მოვკალი მისი მამის დაბადების დღეზე. უძლური ვიყავი, არც სანდრო ჩანდა.

ერთადერთი რაც მახსოვს, მორბის ბიჭი თეთრი პერანგით, მოვიდა და უბრალოდ დაკიდა და ბავშვს სიცოცხლის ნიშანწყლები გამოუჩნდა. ლუკა მურვანიძეა, რომლის მადლობელიც ვიქნები დარჩენილი ცხოვრება. ჩემს თვალწინ ნელ-ნელა ლურჯ კიდურებს, სახეს, ნელ-ნელა დაუბრუნდა ფერი. მაშინ მივხვდი, რომ ძალიან ვყვარებივარ ღმერთს”, – განაცხადა შარანგიამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მამაჩემს გულზე არაფერი სჭირდა… პირველად მამაჩემის ხელი გულზე მაშინ დავინახე, როცა მაკავებდნენ” – ონისე ცხადაძე
  • გორში ქალს ავტომობილი დაეჯახა – როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა
  • „რამდენჯერმე ესროლა ორ პირს, ერთ-ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა…“ – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge