„მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ „სააკაშვილმა კოვიდის ვაქცინები გვიშოვა“, “ტაბულას” რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:.
“ნაწილს გამოთხრილი გვირაბით წამოიღებს და ნაწილს ზღვით გადმოცურავს.
პ.ს. კრიშაზე ვეთანხმები, ახდილი აქვს ორივეს”, – წერს ჩერგოლეიშვილი.
გუშინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა – მალტა, აპირებს ღარიბ ქვეყნებს კორონავირუსის ვაქცინა გადასცეს. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ ამ შესაძლებლობით სასწრაფოდ უნდა ისარგებლოს და მალტის ხელისუფლებას მიმართოს.