“მეტრონომმა” ცნობილ ქართველ ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიასთან ჩაწერა ინტერვიუ, რომელმაც ჩვენთან ნეგატიური ენერგიებისგან დაცვის სხვადასხვა საშუალებაზე და ფინანსების მოზიდვის რიტუალებზე ისაუბრა.
“ნეგატიური ენერგიები ბევრი ფორმის არსებობს, არის თვალის ზემოწმედება, წყევლა, ჯადო და ასევე არის ენერგოვამპირიზმი. ამ ყველა დაავადებას სჭირდება თავისებური მკურნალობა, შესაბამისად საერთო ფორმულა არ ასებობს. თუმცა ყველაზე სწორი იქნება ენერგეტიკული ჰიგიენის მუდმივი მართვა ჩვენს საცხოვრებელ სახლში და ენერგიაში. ეს გულისხმობს შემდეგს – ყოველთვიურად უნდა შევამოწმოთ ზღურბლი, ეს არის ადგილი სადაც ყველაზე მეტი ნეგატიური ზემოქმედება გროვდება. სახლის კარები, აუცილებლად ყოველთვიურად უნდა გაიწმინდოს ნაკურთხი წყლით ან დაფნის ფოთლებიანი წყლით. ასევე უნდა გავუფრთხილდეთ პირად ნივთებს, მაგალითად, როდესაც სხვა ადამიანისთვის ჩუქებას გადავწყვეტთ ამ ნივთს მიჰყვება ხოლმე ჩვენი კეთილდღეობა და წარმატება. ერთ-ერთი მთავარი რჩევა არის ის, რომ ნივთი მინიმუმ ორჯერ უნდა გაირეხცოს და ერთი თვე რომ გავა მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება გაჩუქდეს.
ჯიბეში შეუძლიათ ატარონ ქვა ეს არის პირველ რიგში შავი კვარცი, რომელიც იდეალურად იცავს ცუდი ენერგიებისგან” – აღნიშნა ანზორ ოდიშარიამ.