პარლამენტარ თაკო ჩარკვიანს საქართველოში კარგად იცნობენ: ის ხშირად იქცევს საზოგადოების ყურადღებას, ყოველთვის მწვავედ აკრიტიკებს ოპონენტებს და მათ გადაწყვეტილებებს, რომელიც არ მოსწონს… ქალბატონი თაკო თავისი ცხოვრების გზაზე გვესაუბრება:
– საქართველოში ცნობილი პოეტის – ჯანსუღ ჩარკვიანის ოჯახში იზრდებოდით. როგორ გახსენდებათ თქვენი ბავშვობის წლები?
– ახლა რომ ვიხსენებ, მართლაც საინტერესო, ლამაზი ბავშვობა მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ფუფუნებაში არასდროს გვიცხოვრია. ჩემი მშობლები ხელფასის ხალხი იყო: დედაჩემს პროფესორის ხელფასი ჰქონდა, ხოლო მამის ხელფასს, მისი წიგნის ჰონორარი ემატებოდა, რაც ზომიერი, მშვიდი ცხოვრებისთვის სავსებით საკმარისი იყო. ჩვენი თაობა პრეტენზიული ისედაც არ ყოფილა: ერთი ჯინსი, მაისური და კედები თუ გვქონდა, უკვე ბედნიერები ვიყავით. ამ განცდას ჩვენი ოჯახის ატმოსფეროც ემატებოდა: სახლში გამუდმებით იკრიბებოდნენ მამაჩემის და ჩემი ძმის მეგობრები. ხშირად იშლებოდა კარგი სუფრა, ზოგჯერ ყველზე და პურზეც გადავდიოდით, მაგრამ მაინც ბედნიერები ვიყავით.
– გათამამებული, ცელქი ბავშვი იყავით თუ პირიქით – მშვიდი და მოწესრიგებული?
– საკმაოდ ცელქი და მოუსვენარი ვიყავი, მაგრამ ყოველთვის კარგად ვსწავლობდი. ექვსი კლასი 61-ე სკოლაში დავხურე, შემდეგ კი მუსიკალურ სასწავლებელში გადავედი. ორივე ეტაპზე კარგად ვსწავლობდი და ორივე სკოლის მეგობრები დღემდე შემომრჩნენ, მათთან ერთად გატარებული წლები ძალიან კარგად მახსენდება. განაგრძეთ კითხვა…
