ჟურნალისტი ბექა ყორშია სოციალურ ქსელში, მარტის დემონსტრაციების შემდეგ დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის შესახებ, პოსტს აქვეყნებს.
„ლაზარე გრიგორიადისის ინტერვიუ წავიკითხე რადიოთავისუფლებაზე.
დიდი თავდაჯერება, პრინციპულობა და ენერგია იგრძნობა მის სიტყვებში. კიდევ ერთ რამეს მივხვდი – ამ ბიჭს აქვს გატრაკების შნო და უნარი. საერთოდ, გატრაკების უნარი ერთ-ერთ მოწინავე უნარად მიმაჩნია ჩვენს რეალობაში. თან გატრაკებაცაა და გატრაკებაც. ძალიან დაფუძნებულად, გააზრებულად აკეთებს ამას. აბსოლუტურად ხვდება, რა ბრძოლაშიცაა.
მერე უცებ იმაზეც დავფიქრდი, რომ ლაზარე გრიგორიადისის ხმა არცერთს არ მოგვისმენია. არცერთი ვიდეო არ გვინახავს, სადაც სიტყვიერად რამეს ამბობს, მაგრამ ეს ბიჭი მაინც ახერხებს, რომ ჩვენს რეალობაში ყველაზე ხმამაღალი იყოს“, – წერს ის.
შეგახსენებთ, ლაზარე 7-8 მარტის დემონსტრაციების მერე დააკავეს. მას სამართალდამცავებისთვის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებოდა, თუმცა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მამის დაჭრის გამო მიუსაჯეს.