კარაქი ტიბეტელების ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი პროდუქტია. ყველაზე მეტად პოპულარული კი ამ ქვეყანაში არის პროდუქტი სახელწოდებით “tsocha”. მის შემადგენლობაში შედის იაკის რძის ცხიმი, მწვანე ჩაი და მარილი. ამ სასმელს ტიბეტელები დღეში რამდენჯერმე სვამენ.
იაკის რძის ცხიმი აუცილებელია კომპონენტია სპეციალური მეთოდით მომზადებული ქერის ფაფის მომზადებისას.
კარაქი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ტიბეტელი ვეგეტარიანელების რაციონში.
აი, 10 მიზეზი, რის გამოც ყოველდღიურად უნდა ვჭამოთ კარაქი:
1. კარაქი A ვიტამინის ყველაზე ადვილად შესათვისებელი წყაროა. ეს ვიტამინ კი აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლისა და თირკმელზედა ჯირკვლის ჯანმრთლობისთვის.
2. კარაქში შემავალი ცხიმოვანი მჟავები ამარტივებს ვიტამინების A, E, D, K-ს შეთვისებას. აქედან გამომდინარე, ხილი ბევრად უფრო სასარგებლო იქნება, თუკი მას კარაქთან ერთად მივიღებთ.
3. კარაქი არ ასუქებს. მასში შემავალი ცხიმოვანი მჟავების ქიმიური სტრუქრტურა ისეთია, რომ შეწოვის შემდეგ ის მალევე იწვება და ცხიმის სახით ორგანიზმში არ გროვდება. კარაქის მირთმევის შემდეგ მალევე დგება ნაყროვანების შეგრძნება, რაც ბევრი საკვების მიღების სურვილს მოგვიკლავს.
4. კარაქი მდიდარია ანტიოქსიდანტებით. ანტიოქსიდანტები კი ყველაზე უკეთ გვიცავს კიბოსა და ათეროსკლეროზისგან.
5. არაპასტერიზებული კარაქი შეიცავს ეგრედწოდებულ, ანტიმძიმემოძრაობის ფაქტორს (Wulzenფაქტორს). ეს უკანასკნელი კურნავს ართრიტს, კატარაქტას და არტერიებს უფრო ელასტიკურს ხდის.
6. კარაქი იოდის საუკეთესო წყაროა. ამასთან ამ პროდუქტიდან იოდი ძალიან ეფექტურად შეითვისება.
7. კარაქი აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას. ის ამცირებს ბავშვებში დიარეის, ხოლო უფროსებში კუჭის აშლილობის შემთხვევებს.
8. ვიტამინ K2-ის მაღალი შემცველობის გამო კარაქი ამცირებს კარიესისა და ოსტეოპოროზის განვითერების რისკს.
9. კარაქის ცხიმოვანი მოლეკულები ანეიტრალებენ ქრონიკულ ანთებებს, თავიდან აგვაცილებს ტოქსინების შეჭრას საჭმლის მომნელებელ სისტემაში.
10. დაბოლოს, კარაქში შემავალი ყველაზე ფასეული ინგრედიენტია – ნივთიერება ბიტურატი. ის დაბლა წევს ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების (ლიპიდების) დონეს სისხლში, ამაღლებს ინსულინის მგრძნობელობას ძალიან შთამბეჭდავი რაოდენობით, 300 %-ით. კარაქის ხშირი მიღებისას იშვიათად ემართებათ ინფარქტი.
წყარო:გემრიელია