ბლოგერი შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
ის 22 წლის ფეხმძიმე გოგონას, ანა ბექაიას, ეხება, რომელიც თრომბოემბოლიით დაუღუპა.
„25 აპრილს ჰქონდა ქორწილი ახლა კი 2 კვირაში დედობა უნდა მიელოცათ მისთვის
ამ ენით გამოუთქმელ მწუხარებას რა სახელი უნდა დაარქვას ადამიანმა არ ვიცი. მთელი ბათუმი შეგვძრა ამ მოულოდნელმა უბედურებამ. ცათა სასუფეველი ამ ორი უმანკო ანგელოზის სულს!🙏🙏🙏 😥😥
უამრავი ადამიანი მწერთ და მირეკავთ რა მოხდაო…ანას მეუღლემ დაბადებისდღე ღამით მიულოცა ვიდეო კადრებშიც კარგად ჩანს ეს თუ როგორი ბედნიერია.
და თქვენც ხედავთ რომ მას ჯანმრთელობის პრობლემა ან ცუდად ყოფნა არ ეტყობა ანუ იმას ვგულისხმობთ რომ წინაპირობა არ ყოფილა იმის რომ რაიმე აწუხებდა…. ტორტი დაჭრეს ისაუბრა ოჯახის წევრებთან ერთად და უბედნიერესი იყო სულ რაღაც 14 დღეში პატარა პრინცესა გოგონას “კირას” დედა უნდა გამხდარიყო…. ნაყიდი ქონდათ ბავშვის ნივთები ყველაფერი წინასწარ მას და მის მეუღლეს….
ბევრი მეკითხებით მის მეუღლეზე
დათოზე რა ვთქვა არ ვიცი შესაბამის სიტყვებს ვერ ვპოულობ ისეთი გამწარებული ღრიალებს რომ ცას წვდება მისი მოთქმა გოდება ქვაც კი ატირდება მისი შემხედვარე….. სამძიმრის თქმაც რომ მოგერიდება ადამიანს ისეთი ამბავია….
ვაგრძელებ: ამ კადრებიდან რამდენიმე საათში დილით 6 საათზე მოულოდნელად გახდა ცუდად გონება დაკარგა რამდენიმე წუთში სასწრაფო დახმარების მანქანა მოვიდა თუმცა უკვე გარდაცვლილი დახვდათ სასწრაფოს ექიმებს…. შემდეგ წაიყვანეს ექსპერტიზაზე გაკვეთეს და ბავშვი სამწუხაროდ გარდაცვლილი (გაგუდული) იყო….
მაგალითად სიტყვაზე ვიძახი ( არავის ვადანაშაულებ ვხსნი უბრალოდ სიტუაციას რადგან საზოგადოების ინტერესი დიდია ამ თემის ირგვლივ) კლინიკაში რომ ყოფილიყო და სახლში არა გადარჩებოდა ბავშვი და ბინაზე რადგან იყო ის პატარა ანგელოზი დედიკოს მუცელში 5 წუთში გაიგუდებოდა რადგან დედას ეს საშინელება დაემართა რასაც თრომბოემბოლია ჰქვია..
იკეთებდა ნემსებს (ჭიპზე ფრაქციპარინს) და მაინც დაემართა ეს უბედურება ესეიგი ძალიან მაღალი ქონია დედიმირი ასე გამოდის…
(ასე დეტალურად საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე ვწერ)
ასევე გამოვეხმაურები თემას რომელიც მე დავწერე ” ექიმებმა ბავშვის გადარჩენა ვერ შეძლოსო” ანუ ექიმებს კიარ ვადანაშაულებ არამედ ის ვიგულისხმე რომ გაკვეთის შემდეგ ბავშვი უკვე გაგუდული ამოიყვანეს თქო… და შესაბამისად მის გადარჩენას ვერავინ შეძლებდა…. ჩემმა მეგობარმა სასწრაფოს ექიმმა მომწერა გვლანძღავენ ექიმებსო შენ რომ მასე გიწერიაო და ამიტომ ავხსენი ეხლა ეს… (((ერთმანეთის ლანძღვის პრემიას რომ იძლეოდნენ ქართველები პირველ ადგილზე გავიდოდნენ!!! მეტი კულტურული ევოლუცია გვჭირდება)))) არ შემეძლო ექიმების მხარე არ დამეჭირა ამ კონკრეტულ შემთხვევაში…..
22 წლის ანა ბექაიას რაც დაემართა თრომბოემბოლია ქვია მაგ დიაგნოზს.
მზე დაგიბნელდათო შენ და შენს ანგელოზს…💔 ანა შენ ხომ ძლიერი და ნიჭიერი იყავი, გამბედავი და პირდაპირი. შენ ხომ სხვისი ტკივილის გაგების საოცარი უნარი გქონდა, ბედნიერად უნდა გეცხოვრა დიდხანს, ძალიან დიდხანს შენს მეუღლესთან და კირასთან ერთად.
ბათუმში მეხივით გავარდა სამწუხარო ამბავი დამწუხრდა, დადუმდა შენი ოჯახი და მეგობრები”. ეჰ ამაყად ამაყად და მხნედ აღარ ჩამოივლის სიმპათიური, ლამაზთვალება ღიმილა ოქროს გოგო ანა ბექაია (აწ უკვე გარდაცვლილი მამა მარკოზის შვილი) რომელიც სულ იღიმოდა და ფიქრობდა რომ ბედნიერად და ტკბილად იცხოვრებდა. დიდი ტკივილი და მოგონებები დაგვიტოვა. შენს ოთახში ყოველდღიურად დაანთებენ სანთელს და ცრემლიანი თვალებით გახედავენ ხოლმე შენგან ობლად დარჩენილ ყოველივეს. ანას სახით დაკარგეს მისმა ოჯახის წევრებმა მეგობრებმა და ახლობლებმა საყვარელი ადამიანი, რომელმაც თან წაიღო მათი გული და დატოვა გამოფიტული და დაცარიელებული. რა ძნელია, რომ შენისთანა ადამიანს მიწას მიაბარებ და იქიდან დაბრუნდები მხოლოდ მოგონებების იმედად.
რჩება მხოლოდ საფლავი, ადგილი, სადაც ხშირად მოგიწევს სიარული, რადგან უნდა მოუყვე ყველაფერი დარჩენილ ცხოვრებაზე…
ანასნაირი მებრძოლი სულის, სიცოცხლისმოყვარული ადამიანისათვის ნაადრევი იყო ამქვეყნიდან წასვლა.
მსუბუქი იყოს მისი საფარველი! ნათელში მისი სული, ამინ!
„შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები ემიგრანტების არხი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის 22 წლის ანა ბექაიას ოჯახსა და ახლობლებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული, უფალო აკმარე საქართველოს ამდენი უბედურება… მარადიული ხსოვნა.
სიკვდილი საკუთარ დაბადებისდღეზე ლხინი ჭირად შეიცვალა, სწორედ ამ კონკრეტულ შემთხვევაზე, თავზარდამცემ უბედურებაზეა ნათქვამი, რომელიც ბათუმში დატრიალდა.
ცხოვრება მოულოდნელობით არის სავსე. ვინ იცის ბედისწერა ვის რას უმზადებს…
ასეა თუ ისე, სიკვდილი დადგა. გამორჩეულად მშვენიერი ახალგაზრდის აღსასრული, რომელმაც ბედნიერების სრული აღქმა ვერც კი გააცნობიერა ისე გადასახლდა ზეციურ საუფლოში. დათოს მის მეუღლეს კი მწარე ხვედრი არგუნა ბესისწერამ და ლამაზი სადღესასწაულო განწყობა და სამოსი ძაძით შეუცვალა…
არაფერი რომ არ ვთქვათ, დედაზე, რომლის სიცოცხლე ამქვეყნიური ჯოჯოხეთი გახდა.
((((ამოთხრილ სამარესთან არის წამი როცა ყველა ირინდება. ქალები ტირილს წყვეტენ, მამაკაცები შეუმჩნევლად იმშრალებენ ცრემლს. ბუნებაც კი ირინდება.
არის წამი როცა კუბოს ცივ სამარეში ნელ-ნელა უშვებენ.
ძალა არავის რჩება რომ იტიროს, ამ დროს ადამიანთა სახეებზე სიცივეს დაინახავ, ზოგან სინანულს…
მიწა ხრიალით ეხეთქება კუბოს კედელს. ისმის შემზარავი ხმა სიჩუმეში, იმდენად ხმამაღალი, იმდენად სასტიკი, რომ ძნელია გაუძლო….)))))
ეს რა სიმწარით დასთმეთ სამყარო,
მუდამ ფიქრი და დარდი, მაგრამ სიკვდილმა არ მოგასვენა, ჩამოგაფარა ჩადრი.
———————————————————————–
ღამეს ავითვლი ცივ მაჯაზე არეულ ფეთქვით,
სიცოცხლე რაა თუ ხანდახან არ ამატირა?
ცრემლმორეული ისევ ჩემს თავს ნუგეშად ვეტყვი,
გაუძელიო! ამ ცხოვრების დედა ვატირე!!!
ბავშვობიდანვე ვოცნებობდი მქონოდა სახლი,
სახლის წინ ეზო და მდინარე უკან, ტყის პირას,
როცა მოთოვდა შვილებისთვის მოვრთავდი მარხილს,
დღეს კი ვხედავ, რომ მის ჭკუაზე გადამიბირა
ბედმა და ყველა ოცნებიდან შემომრჩა ერთი,
გიყვარდე შენ და ეს ოცნებაც ახლა იცი რა?..
განწირულია, მაგრამ მაინც ვერაფრით ვერ ვთქვი,
აღარ მიყვარხარ… და იღბალმა ისევ იცინა.
წყალწაღებული ვეჭიდები ხავსს, ისე ჩემთვის,
გულში გარდაცვლილ ოცნებათა საფლავებია,
არას ვჩივი და უთქმელობას ტკივილი ერთვის,
რა შემოგჩივლო? შენ ხომ ასე არ გყვარებია
ქვეყნად არავინ, მე კი სულში ვხუთავ იმედებს,
გვირილასავით შემომაცვდა ყველა ფოთოლი,
არ უყვარხარო! უკანასკნელ ფოთოლს იმეტებს,
ბედი და ვრჩები მხოლოდ გული, გული ობოლი…
ჯერ კიდევ ბავშვი ვოცნებობდი სიცოცხლის გზაზე,
არ ამყოლოდნენ ცოდვები და ვიწრო ოდაში,
ყველა სიწმინდე შიშისაგან ისე ჩავრაზე,
რომ მარტო დავრჩი! სულ მარტო ვარ მე ამ ოჯახში…
ღამეს ავითვლი ცივ მაჯაზე არეულ ფეთქვით,
სიცოცხლე რაა თუ ხანდახან არ ამატირა?
ცრემლმორეული ისევ ჩემს თავს ნუგეშად ვეტყვი,
გაუძელიო! ამ ცხოვრების დედა ვატირე!!!
„შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული, უფალო აკმარე საქართველოს ამდენი უბედურება… მარადიული ხსოვნა“, – აღნიშნულია პოსტში.