Thursday, May 15, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“D ვიტამინი და ომეგა-3 – სუპერმენი არ არსებობს“ – რას წერს ზაზა თელია

November 11, 2023
აუცილებელია თუ არა კანის მოვლისთვის ძვირადღირებული პროდუქციის გამოყენება – ექიმის რჩევები

D ვიტამინი და ომეგა-3 – სუპერმენი არ არსებობს – ამის შესახებ ცნობილი ექიმი ზაზა თელია სოციალურ ქსელში წერს.

“D ვიტამინი და ომეგა-3 – სუპერმენი არ არსებობს
ბოლო პერიოდია საქართველოში D ვიტამინის დანამატის სახით მიღების ბუმია, ასევე კატასტროფულად გაზრდილია 25(OH)D ლაბორატორიული კვლევის დანიშვნა ექიმების მხრიდან, ასევე ის ლამის რუტინულ კვლევად იქცა და პროფილაქტიკის მიზნით მისი მიღება “მოდაშია” და ეს “მოდა” COVID-19-ის დროს უფრო პოპულარული გახდა.
📍 სამეცნიერო მტკიცებულებათა სწრაფი მიმოხილვა
…..და შემდეგ ჩვენამდე მოაღწია რენდომიზირებულმა კვლევებმა…..
1. რამოდენიმე ობსერვაციული კვლევა ირწმუნებოდა, რომ D ვიტამინის ნაკლებობა ასოცირებულია კიბოს და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების მომატებულ რისკთან.
და შემდეგ ჩვენამდე მოაღწია 26 000 ადამიანზე ჩატარებულმა რენდომიზირებულმა კლინიკურმა კვლევამ (NCT01169259, JoAnn E. Manson, et. al)
დასკვნა: D ვიტამინის დანამატის სახით მიღებამ ვერ აჩვენა უფრო დაბალი რისკი კიბოს და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკისა პლაცებოსთან შედარებით.
2. ობსერვაციული კვლევები ირწმუნებოდნენ დაბალი D ვიტამინის მაჩვენებლის დროს დიაბეტის განვითარების რისკზე.
და შემდეგ ჩვენამდე მოაღწია 2423 ადამიანზე ჩატარებულმა რენდომიზირებულმა კლინიკურმა კვლევამ (NCT01942694, Anastassios G. Pittas, et. al)
დასკვნა: D ვიტამინი დანამატის სახით მიღება არ ამცირებს ტიპი 2 დიაბეტის განვითარების რისკ პლაცებოსთან შედარებით.
3. ობსერვაციული კვლევები ირწმუნებოდნენ დაბალი D ვიტამინის კავშირს ვარდნასთან (falls) ხნიერ ადამიანებში.
და შემდეგ ჩვენამდე მოაღწია რენდომიზირებულმა კლინიკურმა კვლევამ (NCT00986466, K. Uusi-Rasi, et. al)
დასკვნა: D ვიტამინის მიღება არ ამცირებს ტრავმულ ვარდნის შემთხვევებს ხნიერ ადამიანებში.
4. მართლა სუპერმენია D ვიტამინი?
ანუ შეუძლია მას სიცოცხლის გადარჩენა?
და შემდეგ ჩვენამდე მოაღწია 36 282 ადამიანზე ჩატარებულმა რენდომიზირებულმა კლინიკურმა კვლევამ (NCT00000611, Andrea Z. LaCroix, et. al)
დასკვნა: დანამატის მიღება – კალციუმი + D ვიტამინი არ ამცირებს სიკვდილიანობის მაჩვენებელს პოსტმენოპაუზაში მყოფ ქალებში პლაცებოსთაბ შედარებით.
5. D ვიტამინი და COVID-19
რამოდენიმე კვლევა მიუთითებდა COVID-19-ით ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში დაბალი D ვიტამინის მაჩვენებელზე.
და შემდეგ ჩვენამდე მოაღწია 443 734 ადამიანზე ჩატარებულმა რენდომიზირებულმა კლინიკურმა კვლევამ (Guillaume Butler-Laporte, et. al)
🛑 დასკვნა: D ვიტამინის მიღებას დანამატის სახით არ გააჩნია დამცველობითი ფუნქცია COVID-19-გან, ხოლო მთავარი მაჩვენებელი გახლდათ ის რომ ჰოსპიტალიზაციის საჭიროება და დაავადების რთული მიმდინარეობა პირიქით უფრო დაბალი გახლდათ იმ პაციენტებში რომლებსაც ჰქონდათ D ვიტამინის ნაკლებობის გენეტიკური წინასწარგანწყობა.
Interestingly, people genetically destined to have low vitamin D levels were less likely to be hospitalized with COVID-19 or to develop severe disease.
These findings do not support a protective role of increased 25OHD levels on Covid-19 outcomes and may suggest harm. At present, individuals should not use vitamin D supplements to protect against Covid-19 outcomes, and on-going supplementation trials should closely monitor for signals of harm.
შეჯამება: D ვიტამინი დანამატის სახით არ უნდა იქნას მიღებული პროფილაქტიკის მიზნით COVID-19 საწინააღმდეგოდ, ამით შესაძლებელია მივიღოთ ზიანი, არათუ სარგებელი.
🛑 ომეგა-3 👉 სუპერმენი არ არსებობს
ბოლო პერიოდია ძალზედ პოპულარული გახდა ომეგა-3 დანამატის სახით მიღება არამარტო საქართველოში არამედ მსოფლიოს მასშტაბი.
🛑 აქვს თუ არა დანამატის სახით მის მიღებას ბიოლოგიური ეფექტი?
🛑 ყველაფერი დაიწყო ესკიმოსებიდან…..
II მსოფილო ომის შემდგომ ესკიმოსების პოპულაციაზე დაკვირვების შედეგად გრენლანდიასა და ალიასკაზე გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევალენტობა (ავადობა) ძალიან დაბალი იყო.
ისინი რა თქმა უნდა მოიხმარდნენ დიდი რაოდენობით თევზეულს და სელაპის ხორცს.
მას შემდეგ წლების განმავლობაში მრავალი კვლევა გამოქვეყნდა რომელიც ასკვნიდა 👉 ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებს აქვს უნარი მოახდინოს გავლენა ჯანმრთელობაზე, დაავადებების მიმდინარეობაზე, ასევე შეუძლია პრევენციის მოხდენა დაავადებების განვითარების როგორებიცაა:
• გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
• ჰიპერლიპიდემია
• ტიპი 2 დიაბეტი
• სხვადასხვა სიმსივნეები
• მენტალური პრიბლემები
• ალცჰეიმერის დაავადება
• დეპრესია და შფოთი
• გულის უკმარისობა
• ხერხემლის დისკის პრობლემები
• ყურადღების დეფიციტის დარღვევა
• მენოპაუზა
• რევმატოიდული ართრიტი
• ასთმა
• პერიოდონტიტი
• ეპილეფსია
• ქიმიოთერაპიის მიმართ ტოლერანტობა
• პრემენსტრუალური სინდრომი
• ღვიძლის არა-ალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადება
ეს იყო კვლევები რომლებიც სწავლობდნენ ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებები ასოციაციას (association) ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების მოხმარებასთან დაკავშირებით, მაგრამ არა კავშირს (relationship) !!!!
🛑 და შემდეგ ჩვენამდე მოაღწია რენდომიზირებულმა პლაცებო-კონტროლირებადმა კვლევებმა, ასევე ჩვენამდე მოაღწია ამ კვლევების მეტა-ანალიზმა
🛑 86 ჩატარებული რენდომიზირებული კვლევის მეტა-ანალიზის შედეგქდ რომელშიც მონაწილებდა 162,000 ადამიანი – ომეგა-3 მიღებით ვერ იქნა ნანახი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირება, ასევე ვერ იქნა ნანახი მიოკარდიუმის ინფარქტის შემცირება, ასევე ვერ იქნა ნანხი ინსულტის შემცირების რისკი.
🛑 სამეცნიერო მონაცემების თანახმად – მართლაც შემცირდა გულის კორონარული დაავადების რისკი, მაგრამ…….
ამის მიუხედავად – NNT=334
ანუ – ეს იმას ნიშნავს რომ წლების განმავლობაში 334 პაციენტს სისტემატიურად უნდა მისცე ომეგა-3 დანამატის სახით იმისათვის რომ მოახდინო გულის პრობლემით გამოწვეული 1 სიკვდილის შემთხვევის პრევენცია.
🌐 https://www.cochranelibrary.com/…/14651858.CD003177…/full/es
🌐 https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/24472636/
🛑 გარდა ამისა, ჩვენამდე მოაღწია……
ექვსმა კვლევამ ალცჰეიმერის დაავადების და სამმა კვლევამ დემენციის შესახებ, ასევე დეპრესიის შესახებ
🗨 მონაწილეობდა 600-800 ადამიანი, მონაწილეობდა 18 353 ადამიანი
ასევე ვერ იქნა ნანახი ომეგა-3 დადებითი ეფექტი
https://jamanetwork.com/journ…/jama/article-abstract/2787320
🛑 და შემდეგ ჩვენამდე მოაღწია….
31 პლაცებო-კონტროლირებადმა კვლევამ დეპრესიის და შფოთის დარღვევის შესახებ
50,000 მონაწილე – ვერ იქნა ნანახი პოზიტიური შედეგი ომეგა-3 მოხმარებით
🌐 https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC6625364/
🛑 პოტენციური გვერდითი ეფექტები
საჭმელი ან კანფეტი არ გეგონოს…….
და ჩვენამდე მოაღწია…..
ომეგა-3 და D ვიტამინის დანამატის სახით მიღების გავლენა წინაგულთა ფიბრილაციის პრევენციის კუთხით
ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების კონკრეტული დოზირების მიღების შემთხვევაში იზრდება წინაგულთა ფიბრილაციის რისკი
🌐 https://clinicaltrials.gov/ct2/show/NCT02178410
🛑 გამდიდრება
2019 წელს ომეგა-3 გლობალურმა გაყიდვამ შეადგინა $4.1 მილიარდი.
ეს მაჩვენებელი სავარაუდოა გაორმაგდეს 2025 წლისთვის.
🛑 რატომ?
ალბათ იმიტომ რომ მოსახლეობას დედამიწაზე ძლიერ სჯერათ მის “სუპერმენობაში” და სჯერათ რომ რომ ის სასარგებლოა.
მაგრამ წინაგულთა ფიბრილაციის რისკი ვის ანაღვლებს, D ვიტამინის არ იყოს………
სუპერმენი კი სამწუხაროდ არ არსებობს
🛑 ბოლო 2 წელიწადში ჩატარებული რენდომიზირებული რამოდენიმე კვლევის მიხედივით ომეგა-3 მიღების მოხმარების შედეგად წინაგულთა ფიბრილაციის რისკი მატება დაფიქსირდა” – წერს ზაზა თელია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რას წერს მტკვარში გადავარდნილი ერთ-ერთი ბიჭის მეუღლე სოციალურ ქსელში
  • “პოლოლიკაშვილის მესიჯმა დაადასტურა მყარად, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად მართებული, თავისი შინაარსის და ლექსიკის გათვალისწინებით”- კობახიძე
  • „ერთ-ერთს სასწრაფო ოპერაცია უტარდება…“ – ზუგდიდში, ავარიისას დაშავებული სამი მოზარდიდან, ორის მდგომარეობა მძიმეა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge