ბოლნისის ერთ-ერთი სოფლიდან არასრულწლოვანი გოგო გაიტაცეს. ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს. მათივე ცნობით, შემთხვევა გუშინ მოხდა.
წუხელ პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა 16 წლის გოგონაც. როგორც გოგონას ოჯახი ამტკიცებდა, ის ცოლად მოყვანის მიზნით გაიტაცეს და მის სახლში დაბრუნებას ითხოვდნენ.
ბოლნისის პოლიციასთან მთელი ღამის განმავლობაში ხმაური იყო.
შეტყობინების საფუძველზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
წყარო – “მთავარი არხი”
