როგორც კი თერმომეტრის ვერცხლის წყლის სვეტი ეცემა, თმის მოვლა წამებად იქცევა. ჩვენ მოგიყვებით, როგორ ვაკონტროლოთ სიტუაცია.
1. იზრუნე თმაზე
თოვლი, წვიმა, ქარი და ტენიანობა თმას ხდის მტვრევადს, მშრალს და უსიცოცხლოს. საკმარისია ამის მოთმენა! თქვენ გჭირდებათ მცველი. შეიძინე თმის CC კრემი რომელიც ჩამობანას არ საჭიროებს, და ყოველდღიურად გამოიყენეთ ის.
2. მოიჭერი თმის ბოლოები
თუ თქვენ გრძელი თმა გაქვთ, უსათუოდ შენიშნავდით, რომ თმის ბოლოები არც თუ ისე კარგად გამოიყურება. შეიჭერით ბოლოები და ეს არის სულ! გაიმეორეთ ეს პროცედურა ორ თვეში ერთხელ და პრობლემა ნელ-ნელა ჩამოგცილდებათ.
3. წვიმა თოვლით? გამოიყენე თმის ლაქი
საოცარი, მაგრამ ფაქტია: თმის ლაქი — ტენიანობისგან დაცვის საუკეთესო საშუალებაა. დააკვირდით ამინდის პროგნოზს. გვპირდებიან თუ არა თოვლს ან წვიმას? თამამად გაიფრქვიეთ ლაქი თმაზე და ნურაფრის შეგეშინდებათ. რაც შეეხება ფიქსაციის დონეს — აირჩიეთ მსუბუქიდან საშუალომდე, ასეთი ლაქი ადვილად მოგცილდებათ ჩვეულებრივი სავარცხელის მეშვეობით.
4. ატარე ქუდი
პირველ რიგში, სიცივე აზიანებს თმას. გარდა ამისა, გაგიმხელთ საიდუმლოს, რა უნდა გააკეთოთ, რომ ვარცხნილობა ქუდის შემდეგ საშინლად არ გამოიყურებოდეს. მაგია მარტივია: აიჩეჩეთ თმა. ამ ხერხის მეშვეობით ქუდი არ ამცირებს მოცულობას და არ დაშლის ლოკნებს. თუ ნაჩეჩი ზედმეტად მოცულობითია, ყოველთვის შეგიძლიათ სიტუაციის გამოსწორება (დაივარცხნეთ ის).
5. მოვლა, მოვლა და მოვლა!
გააგრძელეთ შამპუნისა და კონდიციონერის გამოყენება — ეს საფუძვლებია. მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ კვირაში ერთხელ თმის ნიღაბის გაკეთება ან თმის ზეთის შეზელა. დამატებითი მოვლა დაგეხმარებათ ამინდის ცვალებადობის შედეგების დაძლევაში, აღგიდგენთ თმებს და დაუბრუნებს მათ ჯანსაღ ბზინვარებას.