ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)
თუ გრძნობთ, რომ ხელმძღვანელი თქვენს შრომას სათანადოდ ვერ აფასებს, ნოემბერში ყველაფერი შეიცვლება. ოღონდ, იმის ნაცვლად, რომ სავარძელში მოკალათებული დაელოდოთ მაღალ ანაზღაურებას, გადით გარეთ და ეძიეთ ფინანსური თავისუფლება თუ სარგებელი. განაახლეთ თქვენი პირადი რეზიუმე და იპოვეთ უკეთესი სამუშაო ადგილი. დაემშვიდობეთ იმედგაცრუებას და ისარგებლეთ მარსის ამ თვის ინტენსიური ენერგიით, რათა იპოვოთ ის, რასაც ეძებთ.
ვერძებს სიახლე ელოდებათ სიყვარულშიც. მიუხედავად იმისა, მარტოხელა ხართ თუ ბედნიერი, მოემზადეთ თავბრუდამხვევი პაემნებისთვის.
კურო (20 აპრილი – 20 მაისი)
კუროებო, ამ თვეში თავს რეალიზებულად იგრძნობთ. იყავით მადლიერი იმისთვის, რა მიღწევებიც გაქვთ კარიერაში, მეგობრობასა თუ სასიყვარულო ურთიერთობაში. კოსმოსი ბევრ პოზიტივს გიგზავნით, ამიტომ გამოიყენეთ ყველა საინტერესო შესაძლებლობა, რომელსაც გზაზე შეხვდებით.
ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი)
ტყუპებო, თქვენ მზად ხართ მთლიანად შეცვალოთ ყველაფერი – მათ შორის, არაა გამორიცხული, რომ კარიერაში რადიკალური ნაბიჯი გადადგათ და მოდის დიზაინერობიდან ინჟინრობას მიჰყოთ ხელი. მოკლედ, ნოემბერი თქვენთვის დიდი სიახლეებისა და ექსპერიმენტების თვეა.
კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი)
კირჩხიბებისთვის საუკეთესო დროა კარიერის ასაწყობად. დიახ, დრო მოვიდა და მზად ხართ წარმატებისთვის. ამ თვეში დრო დაუთმეთ კარიერულ მიზნებს. თვალი ადევნეთ უახლეს ტექნოლოგიურ ინფორმაციებს, რაც კარიერულ კიბეზე ასასვლელად დაგეხმარებათ. შესაძლოა მყისიერი ცვლილებები ამ თვეში არ მოხდეს, მაგრამ სერიოზულ ფუნდამენტს შექმნით სამომავლოდ.
ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)
თქვენს ნიშანში ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება. როგორც ზოდიაქოს მეფე, (და არამარტო) თქვენ გრძნობთ, რომ გაქვთ გარკვეული შეღავათების უფლება სამსახურში და ნამდვილად არ ხართ ისეთი, ვინც ნებისმიერ შემოთავაზებაზე დათანხმდება. ნოემბრის თვე კი შესანიშნავი დროა იმისთვის, რომ თქვენი ულტიმატუმები თუ პირობები წაუყენოთ უფროსებს და წარმატებასაც მიაღწიოთ.
ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)
შინაგანად მოწესრიგებული ქალწულების შინაგანი „მე“ ნოემბერში ველურდება. იქნება ეს თქვენი მანქანა, კარიერა თუ დასვენების გეგმები, თქვენ ხართ ერთადერთ მისიით – რაც შეიძლება მეტი რამ გაამარტივოთ. იყავით ღია, როდესაც ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება კარიერაში, მაშინაც კი, თუ ის უცაბედად დაგატყდებათ თავს. ნუ შეგეშინდებათ დიდი ფულის მიღების, თქვენ ის დაიმსახურეთ.
სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)
ნოემბერი მშვენიერი დროა სასწორებისთვის. პლანეტა ვენერა, რომელიც მართავს სიყვარულს, სილამაზესა და სიამოვნებას, გადავა სასწორში და თქვენს ირგვლივ კარგი ენერგია დაიმკვიდრებს. შესაძლოა ნოემბერში ახალი რომანიც წამოიწყოთ და ამაში ვენერა, თავისი კოსმოსური ძალებით დიდ როლს ითამაშებს.
მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)
გილოცავთ დაბადების დღეს, მორიელებო! ნოემბერში თქვენი მონდომება და ძალა გაიზრდება, რადგან მარსი აქტიურად იმოძრავებს თქვენს ნიშანში. წარმატება და წინსვლა არ დააყოვნებს თუ სწორ ნაბიჯებს გადადგამთ კარიერასა თუ სიყვარულში. ახლა სამყარო თქვენს მხარესაა, მორიელებო!
მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)
მშვილდოსნებო, ვენერა – სილამაზის, სიამოვნებისა და სიყვარულის პლანეტა, გადადის თქვენს კარიერულ სახლში, რაც საშუალებას მოგცემთ, გადახედოთ თქვენს ამჟამინდელ სამუშაოს და თუ არ გაკმაყოფილებთ შეცვალოთ. საბედნიეროდ, იუპიტერი თქვენი კარიერის სახლშია, რაც წარმატებისა და ზრდის შესაძლებლობებს იძლევა. იმოქმედეთ, ნუ დაგეზარებათ ბრძოლა და შედეგიც არ დააყოვნებს.
თხის რქა (22 დეკემბერი – 19 იანვარი)
თხის რქებო, ნოემბერი არის თქვენი ფასეულობებისა თუ სურვილების თქვენს კარიერასთან და ურთიერთობებთან შესაბამისობაში მოყვანის დრო. განახორციელეთ ცვლილებები, რომლებიც შეეფერება თქვენს მომავალ მიზნებს. თუ თქვენს ჩვევებს ცოტა განახლება სჭირდება, აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და გააკეთეთ მედიტაციები, დაიწყეთ დღიურის წერა ან სხვა რამე, რომ თავი განახლებულად იგრძნოთ.
მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)
მერწყულებო ნოემბერი კარიერაში წინსვლის და ფინანსებზე ფოკუსირების დროა. თუ არ ხართ კმაყოფილი თქვენი ამჟამინდელი კარიერით, დროა საბოლოოდ შეცვალოთ. თუ საქმეები ისე არ მიგდით, როგორც თქვენ გინდათ, არ ღირს ერთი ადგილის ტკეპნა. სატურნი, ძალიან პროდუქტიული ენერგიის მქონე პლანეტა, გიბიძგებთ გაეცნოთ ალტერნატივებს, გააკეთოთ გიგანტური ნახტომი და შეცვალოთ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ.
თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)
ნოემბერი ცეცხლს დაანთებს თქვენთვის, თევზებო! ეს თვე იწყება პლანეტა სატურნის ტრანზიტით თქვენს ნიშანში, რომელიც უკავშირდება მიზნებსა. ამიტომ, ეს ეს თვე შესანიშნავია თქვენი ახალი ბიზნეს იდეის განსახორციელებლად. ნოემბრის შუა რიცხვებში მარსი, მოქმედების პლანეტა, ასევე გადმოდის თქვენს ნიშანში, რაც თქვენ ნამდვილად შეუჩერებელ პერსონაჟად გადაგაქცევთ! ნებისმიერი დაბნეულობა, რომელიც გქონდათ სამუშაოსთან დაკავშირებით, გაქრება და ყველაფერი ნათელი გახდება. ასე რომ, წინ ცხელი ნოემბერი გელოდებათ!
წყარო:გურიანიუსი