ტყუპები
ტყუპებს ოცნება განსაკუთრებით უყვართ, თუმცა ახლა სიტყვებიდან და ფიქრებიდან მოქმედებაზე გადავლენ. შესაძლოა, ყველაფერი ისე სწრაფად და მარტივად მოგვარდეს, რომ თავადაც გაგიკვირდეთ. ახლა თქვენი გეგმები გამართლდება და სანუკვარი ოცნებები, რომლებიც ადრე წარმოუდგენლად გეჩვენებოდათ, გაცილებით რეალისტური გახდება და შესაბამის შედეგსაც ნახავთ. ასტროლოგების მთავარი რჩევაა: ნუ მოგერიდებათ საკუთარი იდეებისა და პოტენციალის სრულად გამოვლენა. მიეცით თქვენს თავს უფლება, გრანდიოზულ პროექტებსა და ჩანაფიქრებზე დაიწყოს მუშაობა. ნოემბერი ამისთვის ძალიან დიდ მოტივაციასა და ხელსაყრელ პირობებს გაძლევთ.
კირჩხიბი
კირჩხიბი ზოდიაქოს ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ და მგრძნობიარე ნიშნად ითვლება. ასტროლოგების თქმით, ნოემბერი იმდენ სიურპრიზსა და გამართლებას გპირდებათ, რომ შესაძლოა, ბედნიერების ცრემლები ვერ შეიკავოთ! ნახავთ, რომ თქვენი გეგმები, ოცნებები პირადი თუ საქმიანი ურთიერთობების თვალსაზრისით, ზუსტად ისე მიდის, როგორც გსურდათ. საყვარელი ადამიანებისაგან მხარდაჭერას იგრძნობთ და ეს კიდევ უფრო დიდ მოტივაციასა და ენერგიას მოგცემთ. შემოდგომის დასრულებამდე არაერთი მიმართულებით ნახავთ წარმატებას, იღბალსა და გამართლებას და თავს ბედნიერად იგრძნობთ.
მორიელი
ასტროლოგების თქმით, ნოემბერი მორიელებისათვის ნანატრი ოცნებების ასრულების თვეა. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები კარიერულ კიბეზე დაწინაურებას, აღიარებასა და სათანადო დაფასებას მიიღებენ. თქვენი გეგმები ზუსტად ისე წავა, როგორც გსურდათ და თავს ბედნიერად იგრძნობთ. მიუხედავად შედარებით ემოციური პერიოდისა, მთელი თვის განმავლობაში იღბალი თქვენ მხარეს იქნება და სამყარო ყველა სასიკეთო წამოწყებას წაახალისებს. დაელოდეთ მოულოდნელ სიურპრიზსა და გამართლებას. ახლა დროა, თქვენი შრომისა და თავდადების შედეგი ნახოთ!