ხელვაჩაურში სოფელ მახოში 29 ოქტომბერს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მცირეწლოვანი ძმების მამაც გარდაიცვალა.
ცნობისთვის, ხელვაჩაურში, სოფელ მახოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ისინი ერთი ოჯახის წევრები იყვნენ. ადგილობრივების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა, რომელშიც 9 ადამიანი იმყოფებოდა.