ყურძენი შესანიშნავი აღმდგენი და მატონიზებელი საშუალებაა. ყურძნის წვენი შეიცავს შაქარს, ბოჭკოვანას, ორგანულ მჟავებს, ასკორბინის მჟავას, B ვიტამინს, პექტინს, მინერალებს, ფერმენტებს. დადგენილია, რომ ყურძენი ასტიმულირებს ძვლებს. ყურძენი კალიუმის კარგი წყაროა
ყურძნის წვენს ახასიათებს მატონიზებელი და ორგანიზმის გამაჯანსაღებელი ეფექტი. მას ურჩევენ, როდესაც ნერვული სისტემა გამოფიტულია, ძალები დაქვეითებული. ის დადებითად მოქმედებს კუნთების ტონუსზე, განსაკუთრებით – გულის კუნთის. მას აქვს ბაქტერიციდული, შარდმდენი, გამხსნელი, ოფლმდენი, ამოსახველებელი თვისებები. მასში არ არის კანი, რომელიც ნაწლავებში გაზებს წარმოქმნის და მეტეორიზმს იწვევს. ყურძნის წვენის მიღება ჯობს ჭამამდე 1 საათით ადრე, დღეში სამჯერ.
ერთი ჭიქა ყურძნის წვენის ყოველდღიური მიღება ორგანიზმს შეავსებს B ვიტამინით, რომელიც მას დაეხმარება სტრესისა და დეპრესიის დაძლევაში. ყურძნის წვენი აძლიერებს ფრჩხილებს, თმას. ყურძენი შეიცავს საკმაოდ დიდი რაოდენობით C ვიტამინს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის იცავს ორგანიზმს ბაქტერიებისაგან. ყურძნის წვენის საშუალებით კანს ელასტიკურობა ენიჭება. ყურძენი შეიცავს E ვიტამინს, რომელიც ასტიმულირებს ორგანიზმის უჯრედებს.
ვაზის ფოთლების შედედებული წვენი კარგია კუჭისთვის, აჩერებს პირღებინებას, მკურნალობს სისხლიან ღებინებას, ნაწლავების წყლულს, ასეთივე მოქმედება აქვს მას უკანა ტანში შეყვანისას. წვენი კარგად მოქმედებს ნაყოფზე ორსულებში. მისი თმაზე დადებით კი, თმის ზრდას შევუწყობთ ხელს.
ვაზის ფოთოლი შველის სისხლიან ხველებას. ტოტების წვენისგან მომზადებული შაქრიანი სიროფი აუმჯობესებს მადას, კარგია ნაბახუსევზე, პირღებინებისას, მაგრამ ხველებისას ეს სიროფი მავნებელია.
თანამედროვე მედიცინაში ვაზის ახალი ფოთლებით შეკრულობას მკურნალობენ. ფოთლების ცივი ნაყენი გამოიყენება მხედველობის გასაუმჯობესებლად, რევმატიზმისას. ნაყენის დასამზადებლად 350 გრამ ყურძნის ფოთოლს დაასხით 3 ლიტრი ცივი წყალი და გააჩერეთ სამი დღე-ღამე.
ყურძნის მიღება არ შეიძლება:
• გულის მწვავე უკმარისობის დროს, რომელსაც თან ახლავს შეშუპება და მომატებული წნევა;
• კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის გამწვავების დროს;
• კოლიტისას, რომელსაც თან ახლავს დიარეა;
• ქრონიკული ფარინგიტისა და ფილტვების ქრონიკული ანთების დროს;
• ყურძენი აჩქარებს კბილის ქსოვილის დაშლას კარიესის დროს, ამიტომ ყურძნით მკურნალობის დაწყებამდე კბილები სრულად უნდა განკურნოთ. კბილების დასაცავად ყურძნის ყოველი მიღების შემდეგ პირის ღრუში კარგად გამოივლეთ წყალი.
წყარო:თბილისელები