Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ყვავილები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

November 8, 2023
ყვავილები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ალ­ბათ, გა­გიკ­ვირ­დე­ბათ თუ გე­ტყვით, რომ ზო­დი­ა­ქო ისეთ სა­კი­თხებ­ზეც კი ახ­დენს გავ­ლე­ნას, რო­გო­რიც საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის ყვა­ვი­ლე­ბის შერ­ჩე­ვაა. ეს ას­ტრო­ლო­გი­უ­რი ნიშ­ნე­ბი ხომ ხა­სი­ათს, მის­წრა­ფე­ბებ­სა და ინ­ტე­რე­სებს მო­ი­ცავს. თა­ვის მხრივ, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ უამ­რავ სიმ­ბო­ლურ დატ­ვირ­თვას, ყვა­ვი­ლე­ბი უბ­რა­ლოდ ლა­მა­ზი დე­კო­რა­ცია რო­დია.

ზო­დი­ა­ქოს თი­თო­ე­ულ ნი­შანს უნი­კა­ლუ­რი თვი­სე­ბე­ბი და მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი აქვს, ზო­გი­ერ­თი ყვა­ვი­ლი კი სწო­რედ მათ­თან ასო­ცირ­დე­ბა. ამ სტა­ტი­ა­ში კი ყვა­ვი­ლებს თქვე­ნი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით შე­გირ­ჩევთ.

ყვა­ვი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნებს ასა­ხავს
ვერ­ძი

ვერ­ძის ნიშ­ნის ქვეშ და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი სი­თა­მა­მი­თა და თავ­გა­და­სავ­ლე­ბი­სა­კენ სწრაფ­ვით არი­ან ცნო­ბი­ლე­ბი. ამას­თა­ნა­ვე, მათ თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა და მო­ჭარ­ბე­ბუ­ლი ენერ­გი­აც ახა­სი­ა­თებთ. ამ თვი­სე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ვერ­ძე­ბი­სათ­ვის სა­უ­კე­თე­სო არ­ჩე­ვა­ნი ტი­ტე­ბის თა­ი­გუ­ლი იქ­ნე­ბო­და, რაც ახა­ლი და­სა­წყი­სი­სა და თავ­გა­და­სავ­ლე­ბის სიმ­ბო­ლოა. ეს ყვა­ვი­ლი სწო­რედ რომ მათ ხა­სი­ათ­სა და ენ­თუ­ზი­აზმს ასა­ხავს.

კურო

კურო სან­დო და მომთმე­ნი ნი­შა­ნია. რო­გორც წესი, ის ცხოვ­რე­ბა­ში მარ­ტივ, წვრილ­მან სი­ა­მოვ­ნე­ბებ­საც კი აფა­სებს. ყვა­ვი­ლე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა ვარ­დე­ბი და შრო­შა­ნე­ბი, ბუ­ნებ­რი­ვი სი­ლა­მა­ზი­თა და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი სურ­ნე­ლით, იდე­ა­ლუ­რად ასა­ხავს ამ ნიშ­ნის მგრძნო­ბი­ა­რე და ურ­ყევ ხა­სი­ათს.

ტყუ­პე­ბი

ტყუ­პე­ბის ნიშ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ორ­მა­გი ბუ­ნე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბი­ან. ისი­ნი სულსწრა­ფე­ბი და ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ე­ბი არი­ან. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მიმ­ზიდ­ვე­ლი ორ­ქი­დე­ე­ბი, მათი ამო­უც­ნო­ბი ფორ­მი­თა და ფე­რით, შე­იძ­ლე­ბა ტყუ­პებ­ში არ­სე­ბუ­ლი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბი­სად­მი ინ­ტე­რესს ასა­ხავ­დეს. ასე­ვე, სა­უ­კე­თე­სო სა­ჩუ­ქა­რია მზე­სუმ­ზი­რას თა­ი­გუ­ლი, რად­გან ეს ყვა­ვი­ლი მრა­ვალ­მხრი­ვო­ბას ასა­ხავს, რაც ამ ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მთა­ვა­რი თვი­სე­ბაა.

კირჩხი­ბი

კირჩხი­ბი თა­ნამ­გრძნო­ბი და ემო­ცი­უ­რი ნი­შა­ნია. ის დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭე­ბეს ოჯახ­სა და სახ­ლს. გირ­ჩევთ, მის­თვის ისე­თი ყვა­ვი­ლე­ბი შე­არ­ჩი­ოთ, რო­გო­რე­ბი­ცაა თეთ­რი შრო­შა­ნე­ბი და ჰორ­ტენ­ზია. თეთ­რი შრო­შა­ნე­ბი სიწ­მინ­დი­სა და ერ­თი­ა­ნო­ბის, ხოლო ჰორ­ტენ­ზია გულ­წრფე­ლი ემო­ცი­ე­ბის სიმ­ბო­ლოა.

ლომი

ამ ნიშ­ნის ქვეშ და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი და ქა­რიზ­მა­ტუ­ლე­ბი არი­ან, ამას­თა­ნა­ვე, მათ ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა უყ­ვართ. თუკი ლო­მის­თვის მი­ხაკს შე­არ­ჩევთ, თქვენ მის სი­კაშ­კა­შე­სა და მზი­ან გან­წყო­ბას გა­უს­ვამთ ხაზს.

ქალ­წუ­ლი

ქალ­წუ­ლი მი­ნი­მა­ლიზ­მის მოყ­ვა­რუ­ლი, დე­ტა­ლებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნია. ამი­ტომ, თუ სა­ჩუქ­რის, კერ­ძოდ კი თა­ი­გუ­ლის შერ­ჩე­ვას გა­და­წყვეტთ, ყუ­რა­დღე­ბით იყა­ვით. მათ­თვის შე­სა­ფე­რი­სი გვი­რი­ლა ან ქრი­ზან­თე­მაა. ეს ყვა­ვი­ლე­ბი სი­მარ­ტი­ვი­თა და სი­ზუს­ტით გა­მო­ირ­ჩე­ვა.

სას­წო­რი

სას­წო­რის ნიშ­ნის ქვეშ და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ჰარ­მო­ნი­ი­სა და ეს­თე­ტი­კის მოყ­ვა­რულ­ნი არი­ან. მუდ­მი­ვი სწრაფ­ვა სი­ლა­მა­ზი­სა­კენ ნი­შა­ნია იმის, რომ მათ­თვის ვარ­დე­ბი ან ორ­ქი­დე­ე­ბი უნდა შე­არ­ჩი­ოთ. ვარ­დი სიყ­ვა­რუ­ლის უნი­ვერ­სა­ლუ­რი სიმ­ბო­ლოა, ხოლო ორ­ქი­დეა სი­ლა­მა­ზეს, ელე­გან­ტუ­რო­ბა­სა და შარმს გა­ნა­სა­ხი­ე­რებს.

მო­რი­ე­ლი

მო­რი­ე­ლე­ბი ვნე­ბი­ა­ნი და იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ბუ­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. ამ შემ­თხვე­ვა­ში შე­არ­ჩი­ეთ ისე­თი ყვა­ვი­ლი, რო­გო­რი­ცაა გე­ორ­გი­ნა, ის მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტავს ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნის ღრმა ემო­ცი­ებს. ამას­თა­ნა­ვე, ორ­ქი­დე­ე­ბის თა­ი­გუ­ლის ჩუ­ქე­ბაც შე­გიძ­ლი­ათ. ეს ყვა­ვი­ლი მე­ტად ეგ­ზო­ტი­კუ­რია და გა­ნა­სა­ხი­ე­რებს სიყ­ვა­რულს, სი­ლა­მა­ზე­სა და სიძ­ლი­ე­რეს. ის შე­სა­ნიშ­ნა­ვი ვა­რი­ან­ტია მო­რი­ე­ლე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც იდუ­მა­ლე­ბას ასე აფა­სე­ბენ.

მშვილ­დო­სა­ნი

მშვილ­დოს­ნე­ბი ოპ­ტი­მის­ტე­ბი, თავ­გა­და­სავ­ლე­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი არი­ან. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მათ აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბი­სად­მი მუდ­მი­ვი ლტოლ­ვა ახა­სი­ა­თებთ. შე­გიძ­ლი­ათ გვი­რი­ლა ან მინ­დვ­რის/ვე­ლუ­რი ყვა­ვი­ლე­ბი აჩუ­ქოთ. გვი­რი­ლა სი­მარ­ტი­ვეს, ხოლო ვე­ლუ­რი ყვა­ვი­ლე­ბი მშვილ­დოს­ნის თა­ვი­სუ­ფალ ბუ­ნე­ბას ასა­ხავს.

თხის რქა

ზო­დი­ა­ქოს ეს ნი­შა­ნი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­თა და მო­წეს­რი­გე­ბუ­ლო­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ თეთ­რი ქრი­ზან­თე­მე­ბი სი­მარ­თლი­სა და ერ­თგუ­ლე­ბის სიმ­ბო­ლოა, შე­სა­ნიშ­ნა­ვი არ­ჩე­ვა­ნია თხის რქე­ბი­სათ­ვის, რომ­ლე­ბიც აფა­სე­ბენ გულ­წრფე­ლო­ბას და ღრმა კავ­ში­რებს ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში.

მერ­წყუ­ლი

ინო­ვა­ცი­უ­რი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. ისი­ნი ყო­ველ­თვის აფა­სე­ბენ ორი­გი­ნა­ლურ და უჩ­ვე­უ­ლო სა­ჩუქ­რებს. ამ შემ­თხვე­ვა­ში მინ­დვ­რის ყვა­ვი­ლე­ბი ნამ­დვი­ლად სა­უ­კე­თე­სო არ­ჩე­ვა­ნი იქ­ნე­ბა. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ მერ­წყუ­ლე­ბი დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭე­ბენ სო­ცი­ა­ლურ კავ­ში­რებს, შე­გიძ­ლი­ათ ლი­ლი­ე­ბის შერ­ჩე­ვა, რო­მე­ლიც მე­გობ­რო­ბი­სა და მყა­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სიმ­ბო­ლოა.

თევ­ზე­ბი

თევ­ზე­ბი მე­ოც­ნე­ბე და ხე­ლოვ­ნე­ბი­სად­მი მიდ­რე­კილ­ნი არი­ან. ყვა­ვი­ლე­ბის შერ­ჩე­ვი­სას შე­გიძ­ლი­ათ ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლოთ მათ ემო­ცი­ურ სიღ­რმე­ზე, კრე­ა­ტი­უ­ლო­ბა­სა და რო­მან­ტი­კუ­ლო­ბა­ზე. მა­გა­ლი­თად, სურ­ნე­ლო­ვა­ნი და მომ­ხიბ­ვლე­ლი ია­სა­მა­ნი, რო­მე­ლიც უმან­კო­ე­ბა­სა და პირ­ველ სიყ­ვა­რულს ასა­ხავს, თევ­ზე­ბის რო­მან­ტი­კულ ხა­სი­ათს ნამ­დვი­ლად ემ­თხვე­ვა.

და ბო­ლოს, ყვე­ლა დე­ტა­ლის, მათ შო­რის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ყვა­ვი­ლე­ბის მა­ღა­ზია “ლავ­ლი­რო­უზ­ში” რჩე­ვებს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ფლო­რის­ტე­ბი მოგ­ცე­მენ. მაგ­რამ თუ უკვე იცით რო­მე­ლი ყვა­ვი­ლი შე­ე­ფე­რე­ბა თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის ზო­დი­ა­ქოს, მა­შინ ყვა­ვი­ლე­ბის მი­ტა­ნის სერ­ვი­სით სარ­გებ­ლო­ბაც შე­გიძ­ლი­ათ.

წყარო:ამბები

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვარშავაში EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე კანდიდატი ქვეყნებიდან მხოლოდ საქართველო არ მიიწვიეს
  • გორში, მამამ საკუთარი, 9 წლის შვილი გააუპატიურა, სექსუალური კავშირის სანაცვლოდ კი 10 ლარს სთავაზობდა
  • 9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge