ენათმეცნიერების ინსტიტუტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
“ენათმეცნიერების ინსტიტუტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, რომ გარდაიცვალა ქართველური ენების თვალსაჩინო მკვლევარი, ფილოლოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი რევაზ შეროზია და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.
🔸რევაზ შეროზიამ 1975 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა სასწავლო თუ სამეცნიერო დაწესებულებაში: თბილისის მასწავლებელთა დახელოვნების საქალაქო ინსტიტუტში, პიონერთა სასახლეში, თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტში. 1981 წლიდან იყო ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომელი. ბოლო წლებში მუშაობდა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად.
🔸რევაზ შეროზია მონაწილეობდა ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, ექსპედიციებში. გამოქვეყნებული აქვს მნიშვნელოვანი სამეცნიერო შრომები.
🔸ქართულმა საენათმეცნიერო საზოგადოებამ დაკარგა ქართველური ენების კარგი მკვლევარი, ჩვენმა ინსტიტუტმა – გამორჩეული კოლეგა, მეგობარი და საიმედო ადამიანი”