Monday, December 15, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სახის მოვლის დროს დაშვებული 5 შეცდომა

November 3, 2023
სახის მოვლის დროს დაშვებული 5 შეცდომა

სახე ჩვენი სავიზიტო ბარათია და ამაზე არაერთხელ და არაერთს უსაუბრია, ასაკის საწინააღმდეგო პროცედურები კი ჩვენი გარეგნობის მთავარი განმსაზღვრელია.
დღითი დღე იზრდება კოსმეტოლოგიური პროცედურების მომხმარებელთა რიცხვი და ძირითადი მოთხოვნა, ბუნებრივია, ასაკის საწინააღმდეგო პროცედურებისკენ არის მიმართული. თუმცა გამოცდილი ესთეტიკის სპეციალისტის მიზანი არა მხოლოდ კაბინეტში ჩატარებული მანიპულაციებია, არამედ შინ სწორად მოვლის რუტინაც, რადგან ის მნიშვნელოვნად განსაზღვრავს შედეგებს.

გვესაუბრება ექიმი-კოსმეტოლოგი, მედიცინის დოქტორი, საქართველოს ესთეტიკის ფედერაციის პრეზიდენტი, თამარ შარაშენიძე:

– სამწუხაროდ, სწორი რუტინის თემა ჯერ კიდევ აქტუალურია ქართულ საზოგადოებაში, ამიტომ ვეცდები, ამჯერად სწორედ ამაზე ვისაუბრო და დეტალურად განვიხილო, რა შეცდომებს ვუშვებთ ყველაზე ხშირად.

პირველი შეცდომა დაბანას უკავშირდება და აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ საჭიროა როგორც საღამოს, ასევე დილით სახის კარგად ჩამობანა. დასაბანი საშუალება კი აუცილებლად კანის ტიპისა და მდგომარეობის მიხედვით უნდა შეარჩიოს სპეციალისტმა. დასაბანი საშუალებებია: რძე (უფრო მშრალი კანის დროს), გელი (უნივერსალური, ნორმალური კანისთვის), ქაფი (რომელსაც ძირითადად ვიყენებთ ცხიმიანი, პრობლემური კანის დროს). თუ მაკიაჟი გვაქვს სახეზე, პირველ რიგში, მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალებით ვიცილებთ მაკიაჟს და შემდეგ ვიბანთ.

მეორე შეცდომა – ტონიკის გამოუყენებლობაა. ხშირად ამ ეტაპს საერთოდ უგულებელყოფენ. რას ნიშნავს კანის ტონიზება? დაბანის შემდეგ კანის პH იცვლება, აუცილებელია მისი რეგულაცია, რასაც სწორედ ტონიკი ასრულებს. გარდა ამისა, ტონიკი დამატებით წმენდს კანს ნარჩენებისგან. იგი დამატენიანებელი კომპონენტიცაა.

შრატები – შექმნილია სხვადასხვა ტიპისა და პრობლემისთვის, მაგ: სებორეგულაციისთვის, დეჰიდრატაციისთვის, ასაკობრივი ცვლილებებისთვის, ანტიკუპეროზული და ა.შ. დაბანისა და ტონიზების შემდეგ რეკომენდებულია შრატების გამოყენება და შეცდომად მიმაჩნია, როცა ეს პროცედურა ზედმეტი ჰგონიათ.

მნიშვნელოვანი შეცდომა არასწორად შერჩეული კრემია (დილისა და საღამოსი). ხშირად მომხმარებლები აფთიაქს მიმართავენ და თავად ირჩევენ მოვლის საშუალებებს. არადა, არასწორად შერჩეულმა კრემმა, თუნდაც ძალიან ძვირფასმა, შეიძლება, პირიქით, გააუარესოს მდგომარეობა. ამასთან, დილის კრემი აუცილებლად შPF-ს (მზისგან დამცავი ფაქტორი) შემცველი უნდა იყოს.

ძალიან არასწორია სქრაბების ხშირი გამოყენება, რადგან ზედმეტად ზიანდება კანის მთლიანობა. თუ ვერ ელევით ამ პროცედურას, მაშინ ენზიმურ სქრაბ-ნიღბებს გირჩევთ, რომლებიც სხვადასხვა პრობლემისთვის არის შექმნილი.

მეხუთე შეცდომაა, როდესაც სახის კანის მოვლას ძალიან გვიან იწყებენ. რატომღაც ჩამოყალიბებულია აზრი, რომ რაც უფრო გვიან შეუდგებიან დაბერებისა თუ სხვა პრობლემებთან გამკლავებას, მით უკეთესია. აქ იგულისხმება არა მხოლოდ ასაკი, არამედ მისი თანმდევი პრობლემების პროფილაქტიკაც, მასზე ზრუნვას კი უკვე 25 წლიდან გირჩევთ. 30 წლიდან – მეტი ინტენსივობით, რადგან ამ ასაკიდან კანს დაქვეითებული აქვს დერმის მთავარი უჯრედების – ფიბრობლასტების – აქტივობა და გამოხატულია ასაკობრივი ცვლილებები.

წყარო: მკურნალი

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თქვენ ხომ გყავთ თქვენი პრეზიდენტი, მას სთხოვეთ და იქნებ შეიწყალოს ის პატიმრები – მიხეილ ყაველაშვილი ჟურნალისტს
  • ბათუმში, მიუსაფარი ძაღლი კორპუსიდან, სავარაუდოდ, გადმოაგდეს
  • ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge