გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ნოემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან შესაძლებელია ელჭექი.
თბილისში: დღის ბოლოს შესაძლებელია მცირე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა დღისით +22+24 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): მოსალოდნელია მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა +21+23 გრადუსი.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 3 ნოემბერს მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +21+23 გრადუსი.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო):
მოსალოდნელია მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა +19+21 გრადუსი.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): მოსალოდნელია წვიმა. ჰაერის ტემპერატურა +14+16 გრადუსი.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): დღის ბოლოს მოსალოდნელია მცირე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა +22+24 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): დღის ბოლოს შესაძლებელია მცირე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა +22+24 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): დღის ბოლოს მოსალოდნელია მცირე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა +17+19 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო):
მოსალოდნელია მცირე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა გუდაურში და ომალოში +9 +11, წალკაში, ბაკურიანსა და ახალქალაქში კი +14+16 გრადუსი დაფიქსირდება.