პროფესიული და ბუნებრივი კოსმეტიკა ყოველთვის იყო ქალების დამხმარე საშუალება ჯანმრთელობის, სილამაზისა და ახალგაზრდობის გახანგრძლივების საკითხებში.
ის ხელს უწყობს არა მხოლოდ კანის დელიკატურ მოვლას, არამედ ნაკლოვანებების დამალვას, დერმატოლოგიური პრობლემების გადაჭრას და კანის გაჯანსაღებას. შემთხვევითი არ არის, რომ ამ საშუალებებიდან ბევრი თერაპიულია, განსაკუთრებით მკვდარი ზღვის მინერალებით გამდიდრებული, ისინი შეიცავს ზღვის მარილს ან სამკურნალო ტალახს.
როგორ გამოვიყენოთ კოსმეტიკა?
ადამიანები, რომლებმაც ბევრი რამ იციან კარგი კოსმეტიკის შესახებ, როგორც წესი, იყენებენ სახისა და ტანის მოვლის სპეციალური საშუალებების ერთიან კომპლექტს: ნიღბებს, პილინგს, გამწმენდ სკრაბებს, შრატებს, კრემებს, მზისგან დამცავ და ლიფტინგპრეპარატებს.
რა გავლენას ახდენს კანზე სწორად შერჩეული კოსმეტიკა?
1. აბაზანის მარილი ყველაზე კარგად აცოცხლებს კანს. ის ბანაობის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში იცავს მას ტენის დაკარგვისგან ყველაზე თხელი ცხიმიანი ფენის შექმნის წყალობით.
2. ტანის ლოსიონები და შხაპის გელი – მათ აქვს მკვებავი, მატონიზებელი ან დამამშვიდებელი, ასევე დამატენიანებელი და ამქერცლავი ეფექტი.
3. სხეულის სხვადასხვა ნაწილისთვის განკუთვნილი სპეციალური სკრაბები და კრემები დაგეხმარებათ კანის ნაზად, მაგრამ ეფექტურად გაწმენდაში.
4. ღამის და დღის კრემები არეგულირებს კანის წყლის ბალანსს, ზრდის მის ელასტიკურობას.
5. თუ კოსმეტიკის საშუალებით დამარბილებელი და დამცავი ეფექტის მიღწევა გსურთ, გამოიყენეთ სხეულის სამკურნალო ეთერზეთები.
6. სახის შრატები და სპეციალური კრემები კარგი საშუალებაა მიმიკური და ასაკობრივი ნაოჭებისათვის.
7. პარსვისშემდგომ გელებს აღმდგენი ეფექტი აქვს. ამის გამო ისინი დიდი ხანია პოპულარობით სარგებლობს მამაკაცთა შორის.
8. მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალებები შექმნილია კანის დაღლილობის მოსახსნელად და მისი განახლებისთვის.
9. კოსმეტიკური ნიღბები საუკეთესო საშუალებაა კანისთვის ბზინვარების, ელასტიკურობისა და სილამაზის მისანიჭებლად. მაგალითად, ტალახის ნიღბის ვარიანტები კარგად აცილებს ჭუჭყს და ფორებიდან გამოაქვს ტოქსიკური ნივთიერებები.
უნიკალური რეცეპტებითაა შექმნილი პრემიუმ კლასის კოსმეტიკა. ასეთი პროდუქტები ნამდვილად ქმედითი და ეფექტიანია, ისინი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა და მათი გამოყენებისას მიღწეული ეფექტი დიდხანს ნარჩუნდება.
წყარო:მკურნალი