საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2 ნოემბერს წმინდა მამა გაბრიელ სალოსისა და აღმსარებელის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით მამა გაბრიელის ხატიტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება.
ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მიდის მამა გაბრიელის საფლავთან, სადაც ჩაუქრობლად ანთია კანდელი. კანდელში ჩასხმულ ზეთს, მამა გაბრიელის სიწმინდის გამო, ღვთისაგან კურნების ძალა და მადლი ენიჭება. საოცარი კურნებებით ხშირად ექიმებიც გაოცებულნი არიან, რადგან მათი დიაგნოზი ავადმყოფის გადარჩენას გამორიცხავდა.
წმ. გაბრიელ ბერის ლოცვა..
ეს არის მისი ერთადერთი ლოცვა, რომელიც ჩვენთვის ცნობილია. საოცარი უბრალოებით არის გამოხატული ადამიანის ურთიერთობა ღმერთთან.
მამა გაბრიელი შეგეწიოთ, გაგახაროთ და თავისი მადლიანი ლოცვით სიხარული მოგანიჭოთ…
ბერი გაბრიელის ვედრების ლოცვა
ღმერთო, გევედრები შენ, ზეციდან მოგვისმინე, პირი ჩვენსკენ იბრუნე, წყალობა მოგვივლინე, შენ გაგვიშვი მშვიდობით, რომ ვიაროთ შენი გზით, შენს მცნებებს ვასრულებდეთ და ბოროტს გავურბოდეთ. მასწავლენ უფალო შენს წინაშე ლოცვა და შენი წმიდა სჯულის დაცვა, რომ შენი გული გაგვიერთგულდეს და შენი წმიდა სჯულით ვიაროთ. ამინ!