სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ იუსტიციის მინისტრ პაატა სალიას თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა.
„ბატონო პაატა, გთხოვთ, გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართა.
ცნობილია, რომ ეს რეკომენდაცია დავით ფეიქრიშვილის საქმის გამოძიებას მოჰყვა.
