Thursday, July 17, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ისეთ კარგ მომღერლად გაქცევ, პავაროტის ჩაანაცვლებო” – ვინ არის “ქუჩის მუსიკოსი” ბიჭი, რომელსაც დიდ ტენორს ადარებენ?

November 2, 2023
“ისეთ კარგ მომღერლად გაქცევ, პავაროტის ჩაანაცვლებო” – ვინ არის “ქუჩის მუსიკოსი” ბიჭი, რომელსაც დიდ ტენორს ადარებენ?

ჟურნალმა „სარკემ“ მომღერალ რატი სიმონიასთან ინტერვიუ ჩაწერა.

მას უცვლელად გთავაზობთ.

„ – დავიბადე ქალაქ სენაკში, 2003 წელს. ჩემს ოჯახში არავინ მღერის, დედა დიზაინერია, მამა რკინიგზაში მუშაობს. როგორც ხდება ხოლმე, ბაღში სხვა ბავშვებთან ერთად მეც მამღერებდნენ, რაც ძალიან მომწონდა. მესამე-მეოთხე კლასში ვიყავი, როცა აკაკი ხორავას სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში შემიყვანეს და აქედან დაიწყო ჩემი მუსიკასთან ურთიერთობა. თავიდან სიმღერაზე მეტად, ის უფრო მსიამოვნებდა, პედაგოგები რომ კარგად მაფასებდნენ და მოსწონდათ ჩემი ნამღერი. 10-15 წლის ასაკში ვმონაწილეობდი რამდენიმე კონკურსში, სადაც პირველ-მეორე ადგილებზე გავდიოდი, მაგრამ რაიმე მასშტაბურ მუსიკალურ პროექტში არასდროს მიმიღია მონაწილეობა. მეათე კლასში თბილისში გადმოვედი საცხოვრებლად და ევგენი მიქელაძის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში ჩავაბარე, ვოკალის განხრით. ნიჭიერთა ათწლედში სწავლის პარალელურად, მომღერალ მზია დავითაშვილის მოსწავლე ვარ. როგორც იცით, ქალბატონი მზია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი გახლდათ. ჯერჯერობით კიდევ არ მაქვს გადაწყვეტილი, საბოლოოდ რა გზას ავირჩევ.

– როგორც საუბრისას მითხარი, ერთხანს ქუჩაშიც მღეროდი, ასეა?

– 3-4 წლის წინ იყო ასეთი პერიოდი, მშობლებმაც არ იცოდნენ ამის შესახებ. ერთ-ერთმა ტელევიზიამ სიუჟეტიც გააკეთა ჩემზე. ჟურნალისტი შეესწრო, მე და ჩემი მეგობარი რომ ვმღეროდით, მოეწონა, გამოგველაპარაკა და ინტერვიუს ჩავწერო, – გვთხოვა. მუსიკალური სასწავლებიდან გამოსული ქუჩაში ვმღეროდი ხოლმე. სხვა მომღერლებიც გავიცანი – თორღვა (რომეო ლუტიძე), ანდრია მშვიდობაძე და კლასიკური ვოკალის გარდა, ის ჟანრიც მომეწონა, რასაც მღეროდნენ. მომწონდა სტუდიებში სიმღერის ჩაწერის პროცესიც და ზოგჯერ მეც ვიპარებოდი ხოლმე მათთან ერთად. ვთვლი, რომ დღესდღეობით ქუჩა ყველაზე დიდი სცენაა ახალბედა მომღერლებისთვის…“ კითხვა განაგრძეთ ბმულზე

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ხვალ თბილისში წყლის მიწოდება იზღუდება – ქუჩების ჩამონათვალი
  • გონიოში მშენებარე კორპუსის რკინის კონსტრუქცია ჩამოიშალა – დაშავდა ერთი ადამიანი
  • „23 წლის ბიჭს, რომელიც კლინიკაში მაღალი სიცხის გამო შეიყვანეს, სიმსივნე აღმოაჩნდა და გარდაიცვალა“ – რა ინფორმაცია ვრცელდება?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge