ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„1 ნოემბერი
მე: ბატონო რატი, დღეს ასტროლოგიური თვალსაზრისით, მაინცა და მაინც არ იყო სასიკეთო დღე გაქცეული პატიმრების დაბრუნებასთან დაკავშირებული განცხადების გაკეთებისთვის.
იუსტიციის მინისტრი: აბა, როდის გამეკეთებინა?
მე: რას იტყოდით 2 ნოემბერზე?
იუსტიციის მინისტრი: კარგი.
2 ნოემბერი
იუსტიციის მინისტრი: გაქცეულო პატიმრებო, დროულად მოეგეთ გონს და ჩაბარდით სამართალდამცველებს!
სასტიკი დუმილი
3 ნოემბერი
იუსტიციის მინისტრი: რამაზ, მართლა კარგი დღე იყო? არ დაბრუნდნენ.
მე: ვააა. მართლა? ტრანზიტულმა მთვარემ „გვიპოდლა“, ასიანი.
იუსტიციის მინისტრი: აბა რა ვქნა?
მე: სატურნს უნდა დაველოდოთ.
იუსტიციის მინისტრი: ანუ როდის?
მე: თორმეტ წელში დაიკავებს კარგ პოზიციას.
4 ნოემბერი
ჩემს ნომერზე უცნობი სმს აფხაზური ნომრიდან:
ძმა, ერთი იუპიტერის ასპექტი გვინახე რა, ამერიკა-მექსიკის საზღვარის პონტში. ხო აზზე ხარ?!“ – წერს რამაზ გიგაური.