სტატისტიკის მიხედვით, ზამთარში ადამიანები საშუალოდ ორ-სამ კილოგრამს იმატებენ. მარტივი გამოთვლები საკმარისია იმის გასაგებად, რომ სულ რაღაც სამიდან ოთხ წელიწადში 10 კილოგრამით დამძიმდებით. როგორ ავიცილოთ თავიდან ეს? ჯერ გავარკვიოთ, რატომ ვიღლებით ზამთარში.
მიზეზი პირველი: არდადეგები
საახალწლო არდადეგების დროს ჩვენი დიეტა, როგორც წესი, ძალიან შორს არის ჯანსაღისაგან – ყოველდღიური ცხოვრებისგან განსხვავებით, მკვეთრად იზრდება მაღალკალორიული და ტკბილი საკვების რაოდენობა.კვლევამ აჩვენა, რომ ევროპაშიც კი, სადაც საშობაო არდადეგები არც ისე გრძელია, შაბათ-კვირას ადამიანები სხეულის წონის საშუალოდ 1,35%-ს იმატებენ.
რა უნდა ვქნა: დააკვირდით საჭმლის პორციების ზომას, მიირთვით მეტი ცილოვანი და ბოჭკოვანი საკვები, დალიეთ ნაკლები ალკოჰოლი.
მიზეზი მეორე: აქტივობის დაქვეითება
ამინდი იცვლება, დღის შუქის ხანგრძლივობა მცირდება, გასაკვირი არ არის, რომ ნაკლებად ვვარჯიშობთ და გარეთ არ გავდივართ. კვლევის მიმოხილვამ, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 9300 ადამიანს სხვადასხვა ქვეყნიდან, აჩვენა, რომ ადამიანები ნაკლებად აქტიურები არიან ზამთარში.
რა უნდა ვქნა: მიჰყევით ვარჯიშის განრიგს, არდადეგების დროს მოეწყვეთ თქვენი და თქვენი ოჯახის აქტივობები – ეს დაგეხმარებათ კალორიების დაწვაში.
მიზეზი მესამე: სეზონური ემოციური აშლილობა
სტატისტიკის მიხედვით, ყოველი მეათე ადამიანი განიცდის სეზონურ აფექტურ აშლილობას – მეცნიერები თვლიან, რომ ეს შესაძლოა იყოს ჰორმონალური სისტემის რეაქცია დღის სინათლის რაოდენობის შემცირებაზე. სიმპტომები მოიცავს სევდას, ენერგიის ნაკლებობას, გადაჭარბებულ ძილიანობას, ასევე მადის მომატებას და ტკბილი საკვებისადმი ლტოლვას.
რა უნდა ვქნა: სახლში შემოუშვით მზის სხივები, იარეთ სუფთა ჰაერზე დღის განმავლობაში.
წყარო:მარაო